ბარსელონა VS არსენალი - ვენგერის გედის სიმღერა?

AutoSharing Option
* "ბარსელონას" 37 თამაშია, არ წაუგია, ბოლო 8 შეხვედრა კი მოიგო.
* პირველ მატჩში ლონდონში ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და "ბარსამ" 2:0 მოიგო.

ლონდონის "არსენალს" ტრადიციული "გაზაფხულის კრიზისი" დაეწყო. მერე არსენ ვენგერს ფანებთან დაეძაბა სიტუაცია, შემდეგ კი ამ ნიადაგზე - პრესასთან. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ბევრი ამტკიცებს, რომ დღეს მუსიე არსენი უკანასკნელად გაიყვანს გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა, თუ სასწაულს მოახდენს, მისი "გედის სიმღერა" სულ მცირე, მეოთხედფინალისთვის გადაიწევს.

"არსენალისთვის" ნორმად იქცა 6-7 მოწინავე ფეხბურთელის ტრავმა და ახლაც ასეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
რომ სტუმრებს არ ეყოლებათ ძირითადი გოლკიპერი პეტრ ჩეხი. აი, ესპანელთა ბანაკში კი ყველაფერი წესრიგშია, თუ ჟერარდ პიკეს დისკვალიფიკაციას არ ჩავთვლით.

პრესკონფერენცია
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "2:0 ლონდონში კარგი შედეგია, მაგრამ ამას არ შეუცვლია ჩვენი განწყობა - მეტოქეს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ "არსენალი" იბრძოლებს. არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ჩვენი მეტოქე საშიში გუნდია. ამიტომ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ. მესუთ იოზილი და ალექსის სანჩესი მცველებს დიდ საფიქრალს უჩენენ. ჩვენ ისინი უნდა შევაჩეროთ. ჩვენი ამოცანა ბურთის კონტროლი და კონტრშეტევების თავიდან არიდებაა. თუ ეს გამოგვივიდა, მეოთხედფინალში გავალთ. ალექსისმა კარგად იცის "ბარსას" ავანჩავანი. ეს კიდევ ერთი პლუსია "არსენალისთვის".

არსენ ვენგერი (არსენალი): "ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცვაში სოლიდური თამაში. უნდა შევუტიოთ, მაგრამ საიმედო დაცვის გარეშე შეტევას აზრი არა აქვს. ამიტომაც ძალიან კარგია, რომ კოშელნი დაბრუნდა და შეძლებს თამაშს. თითქმის ყველგან გვაქვს მოგებული, მაგრამ არა ბარსელონაში. ეს ნაკლი უნდა გამოვასწოროთ. გავალთ და შევეცდებით კარგად თამაშს. ვნახოთ, რას მივაღწევთ".

გასულ უქმეებზე
"ბარსელონამ" "ხეტაფე" მოსრა, 6:0 მოუგო. ლეო მესიმ პენალტი გააფუჭა, მაგრამ ამ შეხვედრაში გოლი და სამი საგოლე პასი მიითვალა. ნეიმარმა დუბლი შეასრულა. გაიტანა სუარესის ნაცვლად მოთამაშე მუნირმა. სუპერგოლი შეაგდო არდა თურანმა, ერთხელ კი "ხეტაფეს" ფეხბურთელმა დალაშქრა საკუთარი გუნდის კარი.

"არსენალი" ასოციაციის თასს დაემშვიდობა, რომლის მოქმედი გამარჯვებულია - "უოტფორდთან" 1:2 დამარცხდა. ლონდონელთაგან თავი დენი უელბეკმა გამოიჩინა.

ბარსელონა-არსენალი 23:45 (2:0)
დისკვალიფიკაცია: პიკე -
ტრავმა: რაფინია, სანდრო რამირესი - რემზი, ჩეხი, კასორლა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, როსიცკი, უილშირი, ჩემბერსი
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, მატიო, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ინიესტა, ბუსკეტსი - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, ელ-ნენი - ჯ. კემპბელი, იოზილი, ა. სანჩესი - ჟირუ
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული