"ეს ტაქტიკური თამაში იყო. ჩვენ არ ვრისკავდით და მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლის განაღდება გვინდოდა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ბურთის კონტროლი, რომ "დინამოსთვის" სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება არ მიგვეცა.
სამწუხაროდ, კომპანის კვლავ პრობლემები აქვს კუნთზე. ოტამენდისაც ტრავმა აქვს; სავარაუდოდ, ის რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდება.
მეოთხედფინალი ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. აქამდე ამის გაკეთება არ შეგვეძლო, არ გვიმართლებდა. მერვედფინალში ორივეჯერ "ბარსელონას" შეხვდე, უბრალოდ, არანორმალურია. ამის მიუხედავად, "სიტი" განვითარებას
შეგახსენებთ, რომ აქამდე "მანჩესტერ სიტი" მერვედფინალიდან ორივეჯერ "ბარსელონამ" გამოაგდო.
აღსანიშნავია, რომ "სიტი" ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
- სიტი-დინამო 0:0 - პელეგრინიმ "სიტის" ისტორია დაწერა [VIDEO]
მომზადებულია BBC-ის მიხედვით