ჯონ ჰარტსონი: "არსენალი" "ბარსელონას" 16 ფეხბურთელითაც ვერ მოუგებდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა თავდამსხმელმა ჯონ ჰარტსონმა განაცხადა, რომ ლონდონურ გუნდს თავიდანვე არ ჰქონდა "ბარსელონასთან" წარმატების მიღწევის შანსი.

"მოედანზე "მეთოფეთა" 16 ფეხბურთელი რომ ყოფილიყო "ბარსელონას" 11-ის წინააღმდეგ, "არსენალი" მაინც ვერ გავიდოდა მეოთხედფინალში.

არ ვაპირებ, ვენგერის გუნდის მიმართ უპატივცემულობა გამოვხატო; უბრალოდ, მეტოქეებს შორის კლასში სხვაობა უზარმაზარია.

რა თქმა უნდა, მინდა, რომ "არსენალმა" საპირისპირო დაამტკიცოს. მიყვარს კლუბი და არსენ ვენგერი. მისი ხელმძღვანელობით მითამაშია, როცა ის 1996 წელს გუნდს ჩაუდგა სათავეში და ყოველთვის ვესაუბრები მას", - თქვა ჰარტსონმა.

- ბარსელონა-არსენალი 3:1 - ტრიომ დაიქნია
[VIDEO]


მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული