მასიმილიანო ალეგრი: ცოტაც და 2:1-ს მოვიგებდით

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მიუნხენის "ბაიერნთან" (2:4) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს. ეს იყო სერიოზული გამოცდა და 65 წუთი კარგად ვთამაშობდით, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ ბოლოსკენ ძალიან ცუდი შეცდომა დავუშვით, უკეთ უნდა გვეთამაშა. ეს ფეხბურთია, მაგრამ ცოტა დამწუხრებული ვარ.

2:0-ს ვიგებდით და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო. ლევანდოვსკის გოლამდე "ბაიერნს" მომენტი თითქმის არ ჰქონია. ცოტაც და შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდებოდა. გვქონდა შანსი, ინტრიგა მოგვეკლა, მაგრამ ის არ გამოვიყენეთ.

კმაყოფილი ვარ
თამაშით და პირველი 70 წუთით, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ შედეგით. ზოგჯერ ფეხბურთში ყველაფერს დეტალები წყვეტს. ჩვენს შემთხვევაში ამ მცირე დეტალებმა მიულერის გოლამდე მიგვიყვანა.

არავის ეგონა, რომ "ბაიერნთან" ასე ვითამაშებდით მიუნხენში. ჩვენ დავთმეთ შეხვედრა, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი თამაშით ვიამაყოთ.

ახლა ყურადღებას იტალიის ჩემპიონატზე გადავიტანთ და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებას დაველოდებით", - თქვა ალეგრიმ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

- ბაიერნი-იუვენტუსი 4:2 - დრამა "ალიანც არენაზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალით წააგებინა ამან თავის გუნდს... რო არგალახეს თავისივე ფეხბურთელებმა მადლობა უთხრას :)
ანდრი
13:40 17-03-2016
0
მაგ თამაში შენ წააგე შენი უტვინო შეცვლებით,თორე არცერთი გოლის გატანი არ იყო ბაიერნი,ვინც თამაშს ქმნიდა მორატა ხედირა და კვადრადო ამათი შეცვლა შეიძლებოდა?
vasikobasiladze
12:50 17-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული