ხოსეპ გვარდიოლა: დამატებით დროში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ტურინის "იუვენტუსთან" (4:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გასული წლის ფინალისტს ვეთამაშებოდით და მოვიგეთ. ამიტომ ჩემს გუნდს ვულოცავ და ასევე მინდა მივულოცო "იუვენტუსსაც".

გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ არ გვაქვს უფლება, კიდევ გავუშვათ, ხოლო თუ გავიტანთ, შანსი გვექნება, მით უმეტეს, თუ გერმანულ მენტალიტეტს გავითვალისწინებთ. ვთხოვე, რომ ფლანგებიდან უფრო მეტად ემოქმედათ რიბერისა და დიეგო კოშტას მეშვეობით.

ეს ფეხბურთია: ერთ მომენტში საშინლად თამაშობ, ხოლო შემდეგ ბრწყინვალედ ართმევ თავს საკუთარ საქმეს.

"იუვენტუსს" ძალიან ძლიერი გუნდი
ჰყავს. წარმოიდგინეთ, მათ რომ მესამე გოლი გაეტანათ, ჩვენი საქმე წასული იქნებოდა, მაგრამ გოლის გატანა ჩვენ შევძელით და უპირატესობა უკვე ჩვენს მხარეს იყო.
განსაკუთრებით, დამატებით დროში, როცა მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ეს იყო "ბაიერნი", - აღნიშნა უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში გვარდიოლამ.

- ბაიერნი-იუვენტუსი 4:2 - დრამა "ალიანც არენაზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული