ლუის ენრიკე: არის ერთი გუნდი, რომელთანაც შეხვედრა არ მინდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლონდონის "არსენალთან" (3:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"წილისყრის ნებისმიერი შედეგით ვიქნები კმაყოფილი. ერთადერთი გუნდი, რომელთანაც შეხვედრა არ მინდა, "ბარსელონაა". საბედნიეროდ, ეს არ გვემუქრება.

მიხარია გვარდიოლას გამო, რომლის "ბაიერნმა" მოიგო. ვფიქრობ, გვარდიოლას წვლილი გამარჯვებაში ძალიან დიდი იყო.

"ბაიერნი" და "იუვენტუსი" ლიგის მოგების პრეტენდენტები იყვნენ. კარგია, რომ ასპარეზობას ერთ-ერთი მათგანი ჩამოშორდა", - თქვა ენრიკემ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრა 18 მარტს გაიმართება.

- ბარსელონა-არსენალი 3:1 - ტრიომ დაიქნია
[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბაიერნის გოგო მეც ველოდები მაგ შეხვედრას, იმედია შენდა სამწუხაროდ დასრულდება :P
nnnnn
20:03 18-03-2016
0
სადღაცას ხომ მაინც გადავიკვეთებით და აიიი სულმოუთქმელად ველი ამ მატჩ(ებ)ს ^^ ჩვენ ბოატენგს მოვამზადებთ ლეოს წინააღმდეგ და თქვენ პიკეს სთხოვეთ კიდევ გვაჩუქოს 1 გოლი :* იუმორზე და H1N1 აცრილებო, ნუ მიიღებთ ამ კომენტარს ძალიან სერიოზულად
Bayern's Girl
11:35 18-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული