მადრიდის "ატლეტიკოს" დირექტორი: ჩვენი შანსები "ბარსელონასთან" 50/50-ზეა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" დირექტორმა კლემენტე ვილიავერდემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" პირველ მატჩს სტუმრად "ბარსელონასთან" გამართავს.

- ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

"წილისყრამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი მეტოქე "ბარსელონა" ყოფილიყო. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო. მოგვიწევს "ბარსასთან" ჭიდილი. შანსები 50/50-ზეა, რადგან ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, პრიმერა დივიზიონში რაოდენ ძლიერები ვართ.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც კარგად გვეხერხება და ვიცით. ყველა მეტოქე ძლიერია და საჭიროა, მათ პატივისცემით მოეპყრა. ჩვენ კი, უბრალოდ, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული