ბარსელონა-ატლეტიკო 2:1 - ყველაფერი მადრიდში გაირკვევა

AutoSharing Option
დღეს, 5 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში შეხვედრის 25-ე წუთზე ფერნანდო ტორესმა გახსნა, რომელმაც კატალონიელთა მეკარე ტერ შტეგენს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა. 10 წუთში ტორესმა ორი ყვითელი ბარათის მიღებაც მოასწრო და 35-ე წუთისთვის მადრიდელები მოედანზე 10 კაცით დატოვა. 

მეორე ტაიმში "ბარსელონამ" მწვავედ შეუტია და არაერთი მომენტი შექმნა, რამაც, საბოლოოდ, შედეგი გამოიღო - 63-ე წუთზე ურუგვაელმა ლუის სუარესმა ანგარიში გაათანაბრა. 11 წუთში სუარესმა საკუთარ ანგარიშზე დუბლი მიითვალა და
შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:1.

ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 13 აპრილს,თბილისის დროით 22:45 საათზე მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული