ხოსეპ გვარდიოლა: "ბენფიკასთან" წაგებაც კი შეგვეძლო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "ბენფიკასთან" (1:0) ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ბაიერნი-ბენფიკა 1:0 - გოლი 109 წამში და მეტი არაფერი [VIDEO]

"მატჩი რთული გამოვიდა, მაგრამ კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით. "ბენფიკა" ძალიან ძლიერი გუნდია. ფრანკ რიბერიმ კი ბრწყინვალედ ითამაშა.  ბოლო დღეებში "ბენფიკას" ბევრ თამაშს ვუყურე. ის მართლა ძლიერია.

შეიძლება თუ არა 1:0 სახიფათო იყოს? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვითამაშებთ ლისაბონში. იქ მოსაგებად გავემგზავრებით. მეოთხედფინალში გადამწყვეტ როლს საპასუხო მატჩი თამაშობს.

"ბენფიკასთან" წაგებაც კი შეგვეძლო. ლისაბონელები ყოველთვის
ცდილობენ, გამოვარდნილ ბურთზე პირველები იყვნენ.

სხვაობის გაზრდის რამდენიმე შანსი გვქონდა.

როგორც წესი, ფავორიტი ის არის, ვისაც უკეთესი სტატისტიკა აქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ახლა ყველაფერი საპასუხო მატჩზე იქნება დამოკიდებული", - თქვა გვარდიოლამ.

მომზადებულია fourfourtwo.com-სა და uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
..... სამი წლის მანძილზე ერთხელ მაინც დააყენე ერთიდაიგივე შემადგენლობა გადაბმულად თუნდაც ორი თამაში, ეს ვინ არის კაცო, შემოგზავნილია რა ნაღდად, უნდა დაშალოს მგონია საერთოდ ბავარია, რა თამაში ითამაშა, რა იბოდიალა, გერმანელები გერმანულად უნდა ათამაშო, რით ვერ გაიგო ამ ტვლიპინამ
ბმბ
14:15 06-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული