ვოლფსბურგი-რეალი 2:0 - მადრიდელებმა საქმე გაირთულეს

AutoSharing Option
დღეს, 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის "რეალი" გერმანულ "ვოლფსბურგს" ესტუმრა და მოულოდნელად დამარცხდა - 0:2.

შეხვედრის მე-17 წუთზე საჯარიმოში წესები კაზემირომ დაარღვია, რის გამოც მადრიდელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც რიკარდო როდრიგესმა ითავა - 1:0. "ვოლფსბურგმა" "რეალს" გონს მოსვლა არ აცადა და 7 წუთში მაქსიმილიან არნოლდმა მადრიდელებს მეორეც გაუტანა, რითაც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 14 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული