- პსჟ-სიტი 2:2 - პსჟ ფავორიტი აღარ არის [VIDEO]
ასეა თუ ისე, 2:2 ინგლისელებისთვის გაცილებით მისაღები ანგარიშია და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად მყოფი "სიტი" ნახევარფინალთან ძალიან ახლოსაა. თანაც, საპასუხო შეხვედრაში ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი
"ეს კარგი შედეგი არ არის. არ ვიცი, ნერვიულობის ბრალი იყო თუ რამე სხვის, მაგრამ ბევრ შეცდომას ვუშვებდით. განსაკუთრებით, "სიტის" მეორე გოლისას დაშვებულ შეცდომებზე მწყდება გული. ყველამ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს საგარეო შეხვედრაში გატანილ გოლებს. სტატისტიკას რომ დავხედოთ, ის თამაში ვითამაშეთ, როგორსაც ვგეგმავდით, მაგრამ შეცდომები დავუშვით და "სიტის" კალიბრის კლუბთან ეს დაუშვებელია.
ზლატანმა დღეს ყველაფერი მოახერხა. მან პენალტი გააცუდა, ასევე, კარგი შანსი ვერ გამოიყენა და, როდესაც ყველამ იფიქრა, რომ მისი საღამო არ იყო, გატანა შეძლო! ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საშინაო შეხვედრაში ვუშვებთ, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ გასვლაზეც შეგვიძლია გატანა. ასე რომ, თუ იმავე სტილში ვითამაშებთ, ოღონდ შეცდომების გარეშე, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებთ.
ტრავმირებული მარკო ვერატი და ხავიერ პასტორე არც საპასუხო მატჩში გვეყოლებიან. გარდა ამისა, დისკვალიფიკაციის გამო დავიდ ლუისი და ბლეზ მატუიდიც დაგვაკლდებიან. თუმცა, ვფიქრობ, რომ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. ეს რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია" - განაცხადა ლორან ბლანმა.
"ყველაფერი წინ არის და გამარჯვებული მანჩესტერში გამოვლინდება, მაგრამ 2:2 ჩვენთვის კარგი ანგარიშია. პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომის მსგავსის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ, მით უმეტეს, თუ მოგება გვსურდა. მოგება კი ნამდვილად გვინდოდა, ეს ჩვენი სტილი და მიდგომაა.
ადვილი არ არის, ასეთ კარგ გუნდს საგარეო მატჩში ორი გოლი გაუტანო, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, ორივე გუნდს მშვენიერი შანსი აქვს. წინ კიდევ 90 წუთია და ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, თუ ნახევარფინალში მოხვედრა გვსურს. ახლა პსჟ-ის ჯერია, გვესტუმროს და ჩვენს მოედანზე ითამაშოს.
ამ გუნდმა იცის, როდის, რა და როგორ გააკეთოს და სასურველ შედეგს როგორ მიაღწიოს. ამიტომაც ყურადღებით უნდა ვიყოთ და დაცვაში თამაში გავაუმჯობესოთ, რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით" - თქვა "ქალაქელთა" ჩილელმა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ.
ფრაზა
ჯო ჰარტი: "ჩვენ "სიტის" ისტორიას ვწერთ და გაჩერება არ გვსურს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"