ოლივერ კანი: რონალდოს პრესს უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე ჩემი ცოლის მკერდს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მეკარე ოლივერ კანმა აღიარა, რომ კრიშტიანო რონალდოს პრესს უფრო ხშირად ხედავს, ვიდრე თავისი ცოლის მკერდს.

ოლივერმა ამ სიტყვებით მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი თავდამსხმელი "ვოლფსბურგთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში თამაშის გამო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ის შეხვედრა 0:2 დათმო.

- ვოლფსბურგი-რეალი 2:0 - "მგლის ფსიქოლოგია" ასეთია [VIDEO]

"ბოლო დროს კრიშტიანო რონალდოს პრესს უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე ჩემი ცოლის მკერდს", - კანს მხედველობაში ჰქონდა ფოტო, სადაც კრიშტიანო "ბარსელონასთან" ბოლო კლასიკოში მოგების შემდეგ შიშველი ტორსითაა წარმოდგენილი.

Sportall.Ge

"რონალდომ გამაოცა
"ვოლფსბურგთან" მატჩში თავისი სუსტი თამაშით. არც ის და არც ბეილი დაცვას სათანადოდ არ ეხმარებოდნენ, რაც დიდი სივრცეებს უქმნიდა მეტოქე გუნდის განაპირა მცველებს", - აქვეყნებს კანის ნათქვამს sport.es.

"რეალისა" და "ვოლფსბურგის" საპასუხო მატჩი მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე", 12 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დაბერდი ოლივერ ეტყობა და მაგიტომ ვერ ხედავ შენი ცოლის მკერდს ასე ხშირად :D
C C C P ...
03:00 12-04-2016
0
ცოლის მკერდს ხშირად ვერ ვხედავო ეგ არ უთქვამს ოლივერს, რონალდო უფრო ხშირად შიშვლდებაო ის თქვა.
გიო
10:37 12-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული