სიტი-პსჟ 1:0 - პსჟ დიდი გუნდია, რომელსაც მუდამ რაღაც აკლია [VIDEO]

AutoSharing Option
პირველ მატჩში პსჟ-მ თამაშით აჯობა "მანჩესტერ სიტის" და სწორედ იქ უნდა მოეპოვებინა ის უპირატესობა, რომელსაც შემდეგ ინგლისში დაიცავდა. თუმცა, პარიზული მატჩი ფრედ დასრულდა, თანაც შედეგიანი და განმეორებითი მატჩის წინ, ფორა "სიტიმ" შეიქმნა.

პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა, გუნდები ფრთხილობდნენ და ცდილობდნენ, რომ არ გაერისკათ. ბურთს უფრო პსჟ აკონტროლებდა, თუმცა დიდი ძალებით არ უტევდა, "სიტი" კი დაცვაში მშვიდად და აუღელვებლად იდგა, პერიოდულად კი კონტრშეტებებზე იკბინებოდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ იერიშს მოჰყვა კუნ აგუეროს გარღვევა და პარიზელთა კიპერის უხეშობა, რაც სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანის
დანიშვნის საფუძველი გახდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა ტრაპს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმას ეთქმოდა ბოლო იმედის.

ამ გადაწყვეტილებისთვის ესპანელი არბიტრი კარლოს ველასკო ნამდვილად შესაქებია, რადგან პსჟ კაცნაკლული არ დატოვა და შესაბამისად, თამაში არ გააფუჭა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დაზარალებული, აგუერო მივიდა და ინანა კიდეც, რადგან მისმა დარტყმულმა არ უწია მიზანს და ანგარიში უცვლელი დარჩა.

პირველ ტაიმში, გატანის რეალური შანსი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჰქონდა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა შეასრულა დიდებულად, თუმცა კიდევ უკეთესად ჰარტი გაისარჯა და ნახტომში მოიგერია ბურთი კუთხურზე. ეს იყო და ეს, ანტრაქტამდე არც არაფერი მომხდარა...

მეორე ტაიმში, გუნდებმა ტემპს უმატეს, თუმცა სტრატეგია იგივე დარჩა - "სიტის" პრიორიტეტი საკუთარი კარის უსაფრთხოება იყო და შესაბამისად, მეორე ნომრად თამაშობდა, პსჟ კი ბურთს აკონტროლებდა, თუმცა ზედმეტად ფრთხილი იყო შეტევების ორგანიზებისას.

ვითარების გამოსწორება ლორან ბლანმა ცვლილებით სცადა, როდესაც მცველის ნაცვლად ხავიერ პასტორე ჩართო თამაშში, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა. მალევე, ინგლისელებმა საგოლე შეტევა გამოაცხვეს და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს - 76-ე წუთზე, შორეული, უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით კევინ დე ბრუინი გამოირჩა, 1:0.

დარჩენილ დროში, პარიზელებმა სცადეს თამაშის გადარჩენა, შეეძლოთ კიდეც გოლის გატანა, როდესაც ედინსონ კავანი დარჩა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ჰარტი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ისიც ვთქვათ, რომ პარიზელებმა ორჯერ შეარხიეს მეტოქის კარის ბადე, მაგრამ მსაჯებმა ორივეჯერ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეეს და ორივეჯერ სამართლიანად.

პსჟ უდაოდ კარგი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ პარიზელებს კვლავაც რაღაც, ან ვიღაც აკლიათ იმისთვის, რომ ევროარენაზე დიდ წარმატებას მიაღწიონ - იქნებ, ეს ვიღაც ახალი მწვრთნელია, რომელმაც ლორან ბლანი უნდა შეცვლოს... ვნახოთ, მანუელ პელეგრინი კი როგორც ჩანს, "სიტის’ დატოვებას უსახელოდ არ აპირებს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სიტი-პსჟ 1:0 (2:2)
გოლი: 1:0 დე ბრუინი (76)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში - ფერნანდო, ფერნანდინიო - ნავასი, დე ბრუინი (84. ტურე), სილვა (87. დელფი) - აგუერო (90. იჰეანაჩო)
პსჟ (3-5-2): ტრაპი - ორიე (61. პასტორე), ტიაგო სილვა, მარკინიოსი - ვან დერ ვილი, რაბიო, მოტა (44. ლ. მოურა), დი მარია, მაქსველი - იბრაჰიმოვიჩი, კავანი
შენიშვნა: აგუერომ ვერ გაიტანა პენალტი (30)
გაფრთხილება: ფერნანდინიო - ტრაპი, ვან დერ ვილი, პასტორე
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-4 (1-4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 55 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეხ იბრა,იბრა ბოლომდე ვერ ჩაწვდი ფეხბურთს,ვერ შეისისხლხორცე ფეხბურთი,ისე მიდიხარ ფეხბურთიდან,სამწუხაროდ შენი შესაძლებლობების ნახევარიც კი ვერ გამოავლინე,მოკლედ დიდი "მუტრუკი"ხარ რა.
roma
11:51 13-04-2016
0
რომა - ს . აბა აბა,იბრა ვერ ჩაწვდა ფეხბურთს, ჰოლანდიის, იტალიის ,ესპანეთის, საფრანგეთის ჩემპიონატები არ მოუგია, უამრავი საოცარი და მნიშვნელოვანი გოლი არ გაუტანია. რეებს წერთ ხოლმე, ფეხბურთს არ უყურებთ?!
levan
12:12 13-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული