- რეალი-ვოლფსბურგი 3:0 - რონალდომ გერმანული კედელი დაშალა [VIDEO]
"ვიცოდით, რომ 2 გოლზე მეტი დაგვჭირდებოდა. ეს ინტენსიური მატჩი იყო, თამაშის მსვლელობას ვაკონტოლებდით და ბევრი მომენტი შევქმენით. დღეს "რეალი" მოედანზე საუკეთესო იყო.
ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე გულშემატკივრები ცოტა სხვანაირად იქცევიან, უფრო შემართებულად გამოიყურებიან. მათმა მხარდაჭერამ ძალა მოგვცა, რომ ამ რთულ შეხვედრაში მოგვეგო. ამ ტურნირის მატჩებში გამაჯრვებისგან გამოწვეული შთაბეჭდილებებიც განსაკუთრებულია. ეს ჯადოსნური საღამო იყო.
ახალი მიზნები თავისთავად
ხალხმა იცის, რომ მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები. სტატისტიკა არ ტყუის. ღმერთი ეხმარება იმას, ვინც მუდმივად შრომობს.
მოვიტყუები, რომ ვთქვა არ მიხარია გატანილი გოლების რაოდენობა, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა.
გოლის გატანისადმი სწრაფვა დნმ-ში მაქვს. ყოველთვის ვეცდები კლუბს დავეხმარო. ხშირად მაკრიტიკებენ, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ. 31 წლის ვარ და კრიტიკა ჩემს თამაშზე არ მოქმედებს.
"ატლეტიკო" თუ "ბარსელონა" ? რთული არჩევანია. "ატლეტიკო" კარგად თამაშობს დაცვაში და ამ გუნდისთვის გოლის გატანა რთულია. "ბარსელონა" კი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვისურვებდი პორტუგალიელ "ბენფიკას" შევხვედროდით.
ფეხბურთი სიურპრიზებით სავსეა. მოვუგეთ "ბარსელონას", წავაგეთ "ვოლფსბურგთან" პირველ მატჩში. არავინ ელოდა, რომ "სიტი" გავიდოდა ნახევარფინალში. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ლა ლიგაში პირველადგილოსან 12 ქულით ჩამოვრჩებოდით, ახლა კი სხვაობა 4 ქულაა.
მომწონს ზიდანთან მუშაობა. მისით აღფრთოვანებული ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ვიყავი", - თქვა რონალდომ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით