მანუელ პელეგრინი: რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ პსჟ-სთან (1:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- სიტი-პსჟ 1:0 - პსჟ დიდი გუნდია, რომელსაც მუდამ რაღაც აკლია [VIDEO]

"ეს დიდი მიღწევაა ჩვენი კლუბისთვის. ნახევარფინალში გასვლა ნიშნავს, რომ ევროპის 4 საუკეთესო გუნდს შორის ვართ.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ვფიქრობ, ეს ჩვენი კლუბის ერთ-ერთი ამოცანაა - ყოველწლიურად განვითარება და სრულყოფა.

თუმცა ამის კეთება იოლი არ არის, თუ გავითვალისწინებთ სხვა ძლიერი ევროპული კლუბების არსებობას.

ჩვენს გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. თუ
ნახევარფინალში გადიხარ, რა თქმა უნდა, ხვდები, რომ მეტოქე სოლიდური გეყოლება.

დღეს პსჟ-ზე ძლიერები ვიყავით, რომელსაც ბრწყინვალე გუნდი და ძლიერი შემსრულებლები ჰყავს.
გვჯერა, რომ ასეთი თამაშით ნებისმიერ გუნდს გავუწევთ მეტოქეობას", - თქვა პელეგრინიმ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი ბატონო,ჯერ უნდა გადახტე და ჰოპა მერე უნდა დაიძახო,არ გეგონოს ბარსას პატივს არ ვცემდე,მაგრამ მისი დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მძიმეა,შეიძლება დიდი ალბათობით ვერც გავიდეს ნახევარფინალში,მაგალითად ვოლსბურგი გამოგვადგება,მის მწვრთნელს თავი უკვე ნახევარფინალში ეგონა და საკუთარი გუნდის სიძლიერეზე ლაპარაკობდა და ტრაბახობდა,ხო გეუბნებოდით რა ძლიერი გუნდი მყავსო და დაგიმტკიცეთო,ვინ ვის დაუმტკიცა ვნახეთ წუხელ,ასე,რომ ჯერ ომი აქვს მოსაგები ბარსას და თუ მოიგებს ამ ომს გავა ნახევარფინალში, მერე თქვით ეგ ფრაზა;მოიდა ბარსა.
roma
13:54 13-04-2016
0
...მოიდა ბარსააა..))))
გიორგი
12:59 13-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული