შეხვედრაში ანგარიშის გახსნა "ატლეტიკომ" 36-ე წუთზე შეძლო. გოლის ავტორი ანტუან გრიზმანი გახდა. მადრიდელების მეორე გოლის გატანის შანსი მეორე ტაიმის დასაწყისშიც ჰქონდა, თუმცა კარასკოს თავური დარტყმა ხარიხას მოხვდა.
88-ე წუთზე "ატლეტიკომ" პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გოლად გრიზმანმა აქცია და შეხვედრაში დუბლი მიითვალა. მატჩის ბოლოსკენ "ბარსელონას" საჯარიმოდან გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა მესის დარტყმული მიზანს აცდა.
საბოლოოდ "ატლეტიკომ" ანგარიშით 2:0 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზური