მადრიდის "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
13 აპრილს მადრიდში "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიშის გახსნა "ატლეტიკომ" 36-ე წუთზე შეძლო. გოლის ავტორი ანტუან გრიზმანი გახდა. მადრიდელების მეორე გოლის გატანის შანსი მეორე ტაიმის დასაწყისშიც ჰქონდა, თუმცა კარასკოს თავური დარტყმა ხარიხას მოხვდა.

88-ე წუთზე "ატლეტიკომ" პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გოლად გრიზმანმა აქცია და შეხვედრაში დუბლი მიითვალა. მატჩის ბოლოსკენ "ბარსელონას" საჯარიმოდან გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა მესის დარტყმული მიზანს აცდა.

საბოლოოდ "ატლეტიკომ" ანგარიშით 2:0 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზური
მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "ბარსელონას" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველი ბარსას რომ გაეტანა უფრო საინტერესო თამაში წავიდოდა მაგრამ რახან გავიდა რას დავეძებ :) ისე თავგანწირვით ითამაშეს მცველებმა რომ ეკუთვნოდათ :) გოდინმა და ხუანფრანმა მოიგო თამაში :) სხვებმაც მაგრად ითამაშეს მაგრამ ამ ორმა განსაკუთრებით...
green
00:53 14-04-2016
0
პირველი ბარსას რომ გაეტანა უფრო საინტერესო თამაში წავიდოდა... ყველამ თავგანწირვით ითამაშა თუმცა ეს თამაში გოდინმა და ხუანფრანმა მოიგო :) atletico 4ever!!! :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული