სრული კრახი - მესის "ატლეტიკოსთან" კარში საერთოდ არ დაურტყამს!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ მადრიდის "ატლეტიკოსთან" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა.

არგენტინელ თავდამსხმელს უკვე ზედიზედ მეხუთე თამაშია გოლი ვერ გააქვს.

აღსანიშნავია, რომ ეს მესის ყველაზე ცუდი უგოლო სერიაა ბოლო 6 წლის განმავლობაში.

გარდა ამისა მესის "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში კარში ერთხელაც არ დაურტყამს, რაც 2014 წლის აპრილის შემდეგ არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" საპასუხო შეხვედრაში "ატლეტიკოსთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა. პირველი მატჩი ბარსელონელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს.

- ატლეტიკო-ბარსელონა 2:0 - ნოკაუტი სიმეონესგან
[VIDEO]


მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე სასაცილოა მესის მარადონას და პელეს რომ ადარებენ.ისინი ერთი თავით მაღლა დგანან.
თემო
12:02 14-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული