ატლეტიკო-ბარსელონა 2:0 - ნოკაუტი სიმეონესგან [VIDEO]

AutoSharing Option
* 1990 წლის მერე მთავარი საკლუბო ტიტული ზედიზედ არავის მოუგია. ეს ტრადიცია არც ამ სეზონში შეიცვლება.
* "ატლეტიკომ" "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან ბოლო სამ წელიწადში მეორედ გამოაძევა.
* ლიონელ მესიმ ზედიზედ მეხუთე საკლუბო მატჩში ვერ გაიტანა, 6 წელია, ასეთი უიღბლო სერია არგენტინელს არ ჰქონია.

ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და "ატლეტიკო"-"ბარსელონას" ორ-მატჩიანმა დუელმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. სულ ახლო წარსულში, კატალონიური გრანდი ყველას და ყველაფერს ანადგურებდა, საფეხბურთო სპექტაკლებს დგავდა და მაშინ, რთული წარმოსადგენი იყო, თუ ვის უნდა შეეჩერებინა ეს გუნდი.

ჰა ჰა, მიუნხენის "ბაიერნს" და ისიც ნაკლებად სავარაუდო ჩანდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა - "ბარსა" "ატლეტიკომ" დაიფრინა და თანაც ისე, რომ თამაშით აჯობა მეტოქეს.

მადრიდელებს ჯერ კიდევ პირველი მატჩი არ უნდა წაეგოთ და ალბათ არც წააგებდნენ, რომ არა ფერნანდო ტორესის გაძევება, განმეორებით შეხვედრაში კი შესანიშნავად გაისარჯნენ და სრულიად დამსახურებულად სძლიეს მეტოქეს.

მერე რა, რომ ბურთის ფლობაში "ბარსელონას" დიდი უპირატესობა ჰქონდა; მერე რა, რომ მატჩის დასკვნითი 15-20 წუთი სტუმართა მასირებულ იერიშებში წარიმართა. მერე რა, რომ არბიტრს "ატლეტიკოს" კარში პენალტი უნდა დაენიშნა - "ატლეტიკოზე" ალალია ეს მოგება და მადრიდულმა გუნდმა დაიმსახურა ნახევარფინალში გასვლა...

თუმცა, არდანიშნულ პენალტზე მთლად "მერე რა" ალბათ არ ივარგებს, რადგან მსაჯმა "ბარსელონას" გოლის გატანის 100%-იანი შანსი წაართვა - არადა, გოლს თამაში დამატებით დროში გადაჰყავდა, იქ კი ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. მსაჯმა პენალტის ნაცვლად ჯარიმა დანიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ ვერ გამოიყენა.

არგენტინელი ჩრდილში იყო მთელი თამაშის განმავლობაში და პრაქტიკულად არაფერი გამოუვიდა. ჩრდილში იყვნენ ნეიმარიც, ლუის სუარესიც, ანდრეს ინიესტაც და "ბარსას" სხვა ლიდერებიც - ჩრდილში იყო თვითონ "ბარსა", ისევე, როგორც ბოლო შეხვედრებში ესპანეთის პირველობაზე.

"ბარსელონას" ყველაზე ცუდ დროს დაეწყო ჩავარდნა, სეზონის დასკვნით ეტაპზე და ეს სამწვრთნელო გუნდის მინუსია - გუნდი არ უნდა გამოიფიტოს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, "ბარსას" კი სწორედ ეს დაემართა.

კატალონიელებს არ ჰყავთ სათადარიგოთა სკამი და ამ კრიზისმა ეს თვალნათლივ დაგვანახვა. "ბარსას" თავდასხმის გასაძლიერებლად არდა თურანზე კარგი შემტევი უნდა ჰყავდეს და ესეც აქსიომაა.

"ბარსა" ჩავარდა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში და მიიღო ის, რაც მიიღო...

სიტყვამ მოიტანა და არდა თურანის კალიბრის ფეხბურთელებისგან დიდი გუნდის გაკეთება მხოლოოდ დიეგო სიმეონეს შეუძლია, რომელმაც კიდევ ერთი მოახდინა სასწაული და "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა, გზად კი ტურნირის მთავარი ფავორიტი ჩამოიცილა.

დღეს, სიმეონე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და ესეც აქსიომაა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი
ატლეტიკო-ბარსელონა 2:0 (1:2)
გოლები: 1:0 გრიზმანი (36), 2:0 გრიზმანი (88-პენ.)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფელიპ? ლუიში - საული, გაბი, ა. ფერნანდესი (90. სავიჩი), კოკე - ფერეირა-კარასკო (74. თ. პარტი), გრიზმანი (90. ა. კორეა)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში (65. სერხი რობერტო), პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (64. არდა თურანი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ნეიმარი, სუარესი
გაფრთხილება: გაბი, გოდინი, კორეა, კოკე - სუარესი, ნეიმარი, ინიესტა, თურანი
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 8-9 (6-5); ბურთის ფლობა: 28%-72%.
მაყურებელი: 55 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
კრუიფს კიარ მიუძღვნეს, კრუიფის საპატივსაცემოდ მაისურზე ჰქონდათ წარწერა და მგონი განსხვავდება თამაშის მიძღვნა და მის საპატივსაცემოდ ფორმაზე წარწერის დატანა. შენ ვერ ხედავ სხვაობას? არსად არ უთქვამთ კლასიკოს ვუძღვნითო სად წაიკითხე? ის თქვეს კლასიკოზე კრუიფის სამადლობელო სიტყვები იქნება დაწერილიო და რაგაცას რომ წერთ ჯერ დაფიქრდით..
guros
14 აპრილი 2016 15:07
0
პირადულზე გადასვლა არ მიყვარს,ეს ჩემი სტილი არაა,მეორეც გულწრფელად მინდა გითხრათ,რომ არავის არ ვგულშემატკივრობ,გარდა საქართველოს ნაკრებისა,ხოლო ადრე დინამოს გუშემატკივარი ვიყავი და ასევე საბჭოთა კავშირის ნაკრების,ახლა ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ვქომაგობ,კარგია თუ ცუდი მაინც ჩემია,ხოლო ევროთასებზე ყველა ქართულ გუნდს ვქომაგობ,ეს არის და ეს.რაც შეეხება აქ კომენტარებს:მე არ ვამბობ,რომ რომელიმე გუნდის ქომაგობა ცოდვაათქო,არა,ძალიან გთხოვთ სწორად გაიგეთ ჩემი ნათქვამი,მე ვამბობ ტრაბახი და ზესმეტი თავდაჯერებულება არის ცოდვა,მოწინააღმდეგის პატივის არ ცემა და ზოგჯერ მისი დაცინვა,აი ესაა ცოდვა,მე კიდევ ვამბობ გაიხსენეთ ენრიკეს სიტყვები,ინიესტას სიტყვები,ასევე უამრავი სხვა,ჯერ უნდა გადახტე და ჰოპა მერე უნდა დაიძახო,დიდებული ანდაზაა,ხოლო რაც შეეხება გუშემატკივრობას და ფანობას,ვისაც გინდათ უქომაგეთ,ამის აკრძალვა,როგორ შეიძლება,მაგრამ ჭეშმარიტი ქომაგი მოწინააღმდეგეს პატივს ცემს,სხვა შემთხვევაში ის ცოდვილია და მეტი არაფერი,მე ცოდვიოლს ფეხბურთის ამბავში ვამბობ და არა ეკლესიურად,გამგებმა გაიგოს და კაკარგად ბრძანდებოდეთ,მაპატიეთ თუ ვინმეს გაწყენინეთ.
roma
14 აპრილი 2016 14:52
0
რა ცოდვებზე ლაპარაკობ კარგად ხარ :D რა გჭირთ ხალხო, ბარსას დედაც და ატლეტიკოსიც :D ვიგაცას ბარსა მოსწონს და ვიგაცას ხეტაფე ეგ ცოდვა? D ან თუნდაც არავის არ გვეშინიაო, რა ცოდვების შენდობაზე ლაპაროკ? :D. ყველა მწვრთნელი მაგას ამბობს რომ მოსაგებად გადის და გავარტყი ისეთ მწვრთნელს რომელიც პრესკომფერენციაზე უკვე წაგებული გამოვა... მე ბაიერნს ვქომაგობ და მგონია რომ ყველას მოუგებს, ესეიგი ცოდვილი ვარ? :D პ.ს ისე სიმართლე სინათლეაო და ერთი წაგებით და გამოვარდნით გუნდის სიდიადე არ წყდება, დგევანდელი ბარსა ყველაზე ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ყველა გუნდმა დააყენოს.. გუნდს ჩავარდნა აქვს რომელიც ყველა გუნდს ემართება, უბრალოდ ცუდ დროს დაეწყოთ სხვა არაფერი...
romas
14 აპრილი 2016 14:08
0
ცუდი გუნდია თქო არ მითქვამს.უბრალოდ არ უნდა იბლატავონ წინდაწინ! მაგ.-როცა აცხადებ რომ კლასიკოს კრუიფის ხსოვნას უძგვნი და მერე მოდიხარ და 100 000 კაცის თვალწინ აგებ სირცხვილია
guro
14 აპრილი 2016 13:55
0
რეალის ფანებს როგორ გაუსცორდათ :) მოიცათ რეალის დროც მოვა ფინალი არ დაგგვიწყებია :) სულ არ გაუმართლებს რეალსაც :) atletico 4ever!!!
CU
14 აპრილი 2016 13:43
0
ეხლა გამოჩნდება ვინაა ბარსა ქომაგი
giga
14 აპრილი 2016 13:27
0
ზოგ-ზოგებს ვეთანხმები,რომ მართლაც რა მოხდა გუნდი მეოთხედფინალიდან გამოვარდა,ეს შეიძლება ყველას დაემართოს,მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ ბარსელონა და მისი ფანები ასე არ ფიქრობდნენ,გაიხსენეთ ენრიკეს სიტყვები,გაიხსენეთ ინიესტას გამონათქვამები,"ბარსელონას მხოლოდ ბარსასი ეშინია"და ბევრი სხვა რამ,ის ინიესტა გასაგდები იყო მოედნიდან,ეს 100-ით ასეა და მსაჯმა,რატომ დაინდო არ მესმის,ჩემი აზრით უეფამ უნდა მოკვეთოს ეს მსაჯი და სხვებიც ჭკუას ისწავლიან,ახლა ამბობთ,მერე რაო ვის არ მოსვლიაო,მაგრამ თქვენ ნამუსზე იყოს ბარსას ფანებო,ღმერთმა შეგინდოთ ცოდვები,მაგრამ ერთსაც დავამატებ:ბარსა ჩემპიონატსაც ვერ მოიგებს,იმიტომ,რომ მას ძალა და ოსტატობა აღარ შერჩა,გუნდი თავისი მწვრთნელთა შტაბით დაჩაჩანაკებულია,ეს ასეა თუ არადა ყველაფერს ნახავთ,მე როცა ბარსას ატლეტიკო შეხვდა ვთქვი,30-70-ზე იყო შანსები ატლეტიკოს სასარგებლოდ,ამას ვიმეორებდი სულ,პირველი მატჩის შემდეგაც და ახდა ყველაფერი,ასე ახდება ჩემპიონატშიდაც,ასე იცის ტრაბახმა და მეტოქეების არ დაფასებამ,უფალი სამართლიანია.
roma
14 აპრილი 2016 13:22
0
ახალი სისხლი ჭირდება ბარსას. რაკიტიჩი და არდატურანი გასაშვებია ამ კლუბიდან, ხოლო დანიალვეში, ალბა და პიკე სათადარირო სკამზეა დასასმელი...
ქომაგი
14 აპრილი 2016 12:52
0
თუნდაც მაგიტომაა ბარსა უძლიერესი და მაგარი რომ სხვა არცერთი გუნდის გავარდბას არ მოჰყოლია ასეთი აურზაური... რა გჭირთ ხალხო კველა გავარდნილა და ისევ გავარდებიან, ყოველთვის ყველაფერს ვერ მოიგებს ვერასდროს ვერავინ. ფეხბურთის ცოდნა და ქომაგობა სულ სხვა რამეა, თქვენი კომენტარები ფანატიზმია და სხვა არაფერი.. როგორ შეიძლება ბარსაზე თქვა ცუდი იმის გამო რომ გუნდი მეოთხედფინალიდან გამოვარდა, რა მოხდა ასეთი? გადაიწვა გუნდი ძალიან ცუდ დროს და ჩავარდა
guros, janas
14 აპრილი 2016 11:39
0
ჰაჰ ესეც თქვენი მესი და ბარსა,რეალი მაგარიაააა
ჟანა
14 აპრილი 2016 11:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული