ლუის ენრიკე: მითხრეს, რომ პენალტი იყო, თუმცა...

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მადრიდის "ატლეტიკოსთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ატლეტიკო-ბარსელონა 2:0 - ნოკაუტი სიმეონესგან [VIDEO]

"მატჩი ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით. არ გამოგვივიდა, მაგრამ ვულოცავთ "ატლეტიკოს" და ყოველივე კარგს ვუსურვებთ.

ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია. ახლა ძალები უნდა მოვიკრიბოთ, წინ ორი ტურნირი და ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს.

არდანიშნული პენალტი მატჩის ბოლოს? ვერ დავინახე ეს ეპიზოდი. მითხრეს, რომ პენალტი იყო, თუმცა ამის მიუხედავად ვულოცავთ "ატლეტიკოს".

მოგვწონს ამ ტურნირში თამაში, მაგრამ წაგება ღირსეულად უნდა მივიღოთ.
ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და იციან, რომ შეუძლებელია მუდმივად გაიმარჯვო", - აქვეყნებს ენრიკეს სიტყვებს Barcastuff.
მკითხველის კომენტარები / 7 /
პენალტი ნამდვილად იყო,მაგრამ ასეთი თამაშით ,ბარსა ,არაფრის ღირსი არ არის!
6 თამაშია უკვე,რაც ნერვებს მიშლიან...)))
dima
10:35 14-04-2016
0
პენალტი ნამდვილად იყო,თუმცა. ინიესტამ მოარტყა ხელზე ბურთი,რომელიც 5 წუთის წინ როცა ხელით ითამაშა სუფთა წითელს იმსახურებდა.ეგ რო გაეგდო მსაჯს ეს საკამათო სიტუაცია არც იქნებოდა, თუმცა ატლეტიკომ მაინც დამსახურებულად მოიგო. პირველ თამაშსაც მოიგებდა ტორესს ამდენი სისულელე რო არ გაეკეთებინა...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული