ხოსეპ გვარდიოლა: ვინც უნდა შეგვხვდეს, ნებისმიერთან ბრძოლისთვის მზად ვართ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლისაბონის "ბენფიკასთან" გამართული საპასუხო მატჩის (2:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

გერმანულმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში აჯობა "ბენფიკას" და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

ბენფიკა-ბაიერნი 2:2 - დღეიდან "ბაიერნი" ლიგის მთავარი ფავორიტია? [VIDEO]

"ვულოცავ კლუბს ზედიზედ მეხუთედ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას. კმაყოფილები ვართ. შევასრულეთ დასახული გეგმა და ვითამეშეთ ისე, როგორც გვსურდა, ანუ მომენტები საკმარისად შევქმენით. ცნობილია, რომ ბოლო დროს პრობლემები გვქონდა დაცვაში, მაგრამ გავუმკლავდით. ახლა უკვე ფინალში გასვლა გვსურს.

თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, როდესაც მეტოქემ გოლი გაგვიტანა. მანამდე
"ბენფიკას" არაფერი შეუქმნია. გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენ სათანადოდ გავისარჯეთ, არტურო ვიდალის გოლის შემდეგ კი დავმშვიდდით.

ბოლო დროს ისმის საუბრები იმის შესახებ, რომ თუკი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვერ გავხდებით, ეს კლუბისთვის ჩავარდნა იქნება. რას ვიზამთ - ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში უამრავი მატჩი მოვიგეთ და ბუნებრივია, მოლოდინი მაღალია.

"ბენფიკა" ბრწყინვალე გუნდია. ჟონასთან, კოსტას მიტროღლუსა და ნიკოლას გაიტანთან ერთად ის კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა. ამ ფეხბურთელების არყოფნამ კი, გარკვეულწილად, ხელი შეგვიწყო, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ დავიმსახურეთ შემდეგ რაუნდში გასვლა.

რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს ნათქვამს, ნორმალურია, რომ მას "ბენფიკას" წინააღმდეგ უნდოდა თამაში. ისიც ხომ პორტუგალიელია?

შესაძლოა, ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტი" შეგვხვდეს ან "რეალი", ან "ატლეტიკო"... ჩვენ გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით და მზად ვართ, ნებისმიერ მეტოქეს შევებრძოლოთ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხოსეპ ერთი ადგილის თამაშს დაანებე თავი,თორემ ის დაგემართება,რაც ენრიკეს დაემართა,ზესმეტი თავდაჯერებულება და ტრაბახი დამღუპველია.ნახევარფინალის სამივე გუნდს შეუძლია თქვენი დამარცხება.
roma
12:22 14-04-2016
0
როდის მოშორდები ბავარიას შე ტვლიპინა, არ გათავდა ამის ექსპერიმენტები. ფუჰ შენი
ბბ
13:57 14-04-2016
0

სიახლეები პოპულარული