დიეგო სიმეონე: ჩვენ და "ბარსელონა" სხვადასხვა იარაღით ვიბრძოდით

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "ბარსელონასთან" (2:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ატლეტიკო-ბარსელონა 2:0 - ნოკაუტი სიმეონესგან [VIDEO]

"მიხარია ჩემი ფეხბურთელების გამო, რომლებიც ამ კოლექტივში არიან თავმოყრილნი. მარტო ნახევარფინალში გასვლაზე არ ვლაპარაკობ, ეს უფრო მნიშვნელოვანია. თანამედროვე საზოგადოებაში მცირდება ღირსეული ფასეულობები, ხოლო ჩვენ პატიოსან მშრომელთა გუნდი ვართ. შეგვიძლია წავაგოთ ან მოვიგოთ, მაგრამ ყველაფერს ჩვენი ღირსებით ვაღწევთ.

ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს.

ეს იყო გუნდების მატჩი, რომლებიც სხვადასხვა იარაღით
იბრძვიან. ზოგჯერ გამარჯვება შენ გრჩება - ასე მოხდა დღეს. დაუვიწყარ საღამოს ვატარებთ. ეს უნიკალური მოგონებები იქნება.

ახლა კი მხოლოდ "გრანადასთან" მატჩზე ვფიქრობ.

"მანჩესტერ სიტის" დაუჯერებელი ფინანსური შესაძლებლობები აქვს და ასევე, შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. "რეალსა" და "ბაიერნზე" მათი ისტორია მეტყველებს, ისინი დიადი კლუბები არიან.

ხოლო "ატლეტიკოსთვის" ევროპის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა დიდი ამბავია. ახლა შეგვიძლია უფრო მეტს მივაღწიოთ", - თქვა სიმეონემ უეფას ვებგვერდთან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მსოფლიო ფეხბურთის ჩინოვნიკები,ეტყობაბლატერის სსიკვდილს ელოდებიან, მიუხედავად იმისა რომ ის აღარაა ფიფას პრეზიდენტი. მაგას აქვს ნათქვამი სანამ მე ცოცხალი ვარ ვიდეო ჩანაწერი არ დაკანონდებაო. რა გახდა ამ შტერი მსაჯების შეცდომები? ჰოკეში, ჩოგბურთში კალათბურთში ყველგანაა დაკანონებული ეს ვიდეო" პროსმოტრი".ფეხბურთში რატომ არ შეიძლება ვითომ?
დავით 67
01:09 15-04-2016
0
ბარსელონა არ თამაშობდა... ფეხბურტი იქცა შოუდ
ბურგალ
20:59 14-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული