- ატლეტიკო-ბარსელონა 2:0 - ნოკაუტი სიმეონესგან [VIDEO]
"მიხარია ჩემი ფეხბურთელების გამო, რომლებიც ამ კოლექტივში არიან თავმოყრილნი. მარტო ნახევარფინალში გასვლაზე არ ვლაპარაკობ, ეს უფრო მნიშვნელოვანია. თანამედროვე საზოგადოებაში მცირდება ღირსეული ფასეულობები, ხოლო ჩვენ პატიოსან მშრომელთა გუნდი ვართ. შეგვიძლია წავაგოთ ან მოვიგოთ, მაგრამ ყველაფერს ჩვენი ღირსებით ვაღწევთ.
ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს.
ეს იყო გუნდების მატჩი, რომლებიც სხვადასხვა იარაღით
ახლა კი მხოლოდ "გრანადასთან" მატჩზე ვფიქრობ.
"მანჩესტერ სიტის" დაუჯერებელი ფინანსური შესაძლებლობები აქვს და ასევე, შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. "რეალსა" და "ბაიერნზე" მათი ისტორია მეტყველებს, ისინი დიადი კლუბები არიან.
ხოლო "ატლეტიკოსთვის" ევროპის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა დიდი ამბავია. ახლა შეგვიძლია უფრო მეტს მივაღწიოთ", - თქვა სიმეონემ უეფას ვებგვერდთან საუბარში.
პატიოსანიო? როდესც უბურთო ფეხბურთელს ფეხებში ურტყამ მსაჯი ვალდებულია ყვითელი ბარათი უჩვენოს. მსაჯი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებებით შემოიფარგლებოდა (ყვითელ ბარათებს შეგნებულად არ აძლევდა), წინააღმდეგ შემთხვევაში "ატლეტიკო" კაცნაკლული დარჩებოდა და „შეკვეთილი შედეგის“ მიღება გაუჭირდებოდა. პენალტის დადების შემთხვევაშიც გართულდებოდა „შეკვეთილი შედეგის“ მიღება, ამიტომაც დადო ჯარიმა.
ეს არის პატიოსნება?