საით გადახტა ნოიერი? - ოლივერ კანმა "ბაიერნის" მეკარე სიმხდალეში დაადანაშაულა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მეკარემ, ოლივერ კანმა გუნდის ამჟამინდელი გოლკიპერი მანუელ ნოიერი გააკრიტიკა. კანმა ყურადღება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალური მატჩის პირველი გოლის ეპიზოდზე გაამახვილა, რომელშიც "ბაიერნმა" სტუმრად ლისაბონში "ბენფიკასთან" ფრედ, 2:2 ითამაშა.

ბენფიკა-ბაიერნი 2:2 - დღეიდან "ბაიერნი" ლიგის მთავარი ფავორიტია? [VIDEO]


ოლივერ კანი მიიჩნევს, რომ "ბაიერნის" მეკარემ სიმხდალე გამოავლინა იმ ეპიზოდში, როდესაც პორტუგალიურმა გუნდმა პირველი გოლი გაიტანა.

"ეს ნოიერის მხრიდან ძალიან დიდი ჩავარდნა იყო. ის ხედავდა, რომ ერთბაშად სამ მოთამაშეს ეტაკებოდა და ალბათ, იფიქრა: "სჯობს მარცხნივ დავწვე და ცოცხალი გადავრჩე", -
აქვეყნებს კანის ნათქვამს tz.de.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გენაცვალე კან!!
ოლივერ კანი
17:18 14-04-2016
0
ბენფიკასნაირი კაცის გულისთვის არ ღირდეს იქნება ნოიერისნაირი კაცის სიკდილი, თუ გიფიქრია ამაზე ოლივერ კან?
რაინდები
18:09 14-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული