ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
15 აპრილს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გუნდები ასე დაწყვილდნენ:

"მანჩესტერ სიტი" - მადრიდის "რეალი"
მადრიდის "ატლეტიკო" - მიუნხენის "ბაიერნი"

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩები მანჩესტერსა და მადრიდში, შესაბამისად, 26 და 27 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო - მიუნხენსა და მადრიდში, 3 და 4 მაისს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მეოთხედფინალის წილისყრის შემდეგ მე პროგნოზები გავაკეთე,იმაზე თუ ვის რა შანსი ჰქონდა ნახევარფინალში გასასვლელად,ბარსელონა ატლეტიკოზე მეწერა 70-30-ზე ატლეტიკოს სასარგებლოდ,რაც გამართლდა,ვოლსბურგ-რეალზე მეწერა 90-10-ზე რეალის სასარგებლოდ,ბენფიკა-ბაიერნზე 40-60-ზე,ბაიერნის სასარგებლოდ,ხოლო პსჟ-სიტიზე მეწერა 70-30-ზე პსჟ-ეს სასარგებლოდ,აქ ხელი შემიშალა იბრაგიმოვიჩის ფაქტორმა,იბრამ ძალიან უსუსურად და უპასუხისმგებლოდ ჩაატარა ეს ორი შეხვედრა და ამით ჩემი ბოლო პროგნოზი არ გამართლდა,ხოლო რაც შეეხება ნახევარფინალებს ჩემი ვარაუდი ასეთია:სიტი-რეალი,30-70,ატლეტიკო-ბაიერნი,ასევე 70-30-ი ატლეტიკოს სასარგებლოდ,ვიმეორებ ეს არის ჩემი აზრი და არა დოგმა,ფეხბურთში ყველაფერია მოსალოდნელი,ასევე გასათვალისწინებელია გაუთვალისწინებელი შემთხვევები,რაც ასევე ხშირად ხდება სპორტში.
roma
16 აპრილი 2016 12:24
0
ატლეტიკო გამოექანოს ალიანცზე ;-)
ბაიერნი ;)
16 აპრილი 2016 03:35
0
ისევ რეალი და ატლეტიკო იქნებიან ფინალში,მაგრამ ამჯერად ანტიფეხბურთი, ანუ ატლეტიკო მოიგებს!
jango
15 აპრილი 2016 22:44
0
ატლეტიკო ჩემპიონია!
zviadi
15 აპრილი 2016 22:02
0
ბარემ სანამ დაიწყებოდა ჩემპიონთა ლიგა მანამდე მიეცათ პრიზი რეალისთვის. აღარ ვიწვალებდით. ფინალამდე ერთი ხეირიანი გუნდი არ შეხვედრია
გგ
15 აპრილი 2016 21:44
0
რეალს სულ როგორ უმართლებს :) იმედი მაქვს სიტი მაინც გააგდებს :)
CU
15 აპრილი 2016 21:21
0
კახა, ნაღდი ისიც არაა, შენ რომ კახა გქვია, ატლეტიკოს გასვლა ფინალში - მითუმეტეს :)
giorgi
15 აპრილი 2016 20:12
0
როგორც ერთ ზღაპარშია გადახდა "უნდა ვალსაო" , თასის აღებით უნდა გადაუხადონ ატლეტიკოს შარშანწინდელი ვალი! და სწორედ ამ ვალის დაბრუნების გარანტორებად გვევლინებიან ნახევარფინალში: რეალი და ბავარია.
ჩემის აზრით რა თქმა უნდა
kote
15 აპრილი 2016 20:00
0
ატლეტიკო რომ გავა ფინალში ეგ ნაღდია დანარჩენზე იმარჩიელეთ..... თუ არ გჯერათ ცოტაც და .....
kaxa
15 აპრილი 2016 18:06
0
ფინალი "სიტი"-"ბავარია". ეს გარდაუვალია.
koke
15 აპრილი 2016 17:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული