ჯო ჰარტის "სუპერსეივი"- "სიტი" და "რეალი" ფრეზე გაიყარნენ

AutoSharing Option
26 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი გაიმართა. "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 71-ე წუთზე დაფიქსირდა - ლუკას ვასკესმა ხესეს ჩაუწოდა, რომელმაც თავით ბურთი კარისკენ გადაგზავნა, მაგრამ ჯო ჰარტი გაშვებული გოლისგან ხარიხამ იხსნა.

"რეალს" გატანის შანსი 83-ე წუთისთვის გაუჩნდა - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კარისკენ გარეთ ბეილმა გადაგზავნა, სადაც მარტოდ დარჩენილმა პეპემ დაახლოებით ორი მეტრიდან დაარტყა, თუმცა ჰარტმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია.

შეხვედრის ბოლოს ანგარიშის გახსნა კევინ დე ბრიუნეს საჯარიმო
დარტყმიდან შეეძლო, მაგრამ კეილორ ნავასი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

საბოლოოდ გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. ყველაფერი ერთი კვირის შემდეგ მადრიდში გადაწყდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული