მანუელ პელეგრინი: როცა მოგებას ვერ ახერხებ, ნულოვანი ფრე კარგი შედეგია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- სიტი-რეალი 0:0 - ანტიფეხბურთი მანჩესტერში [VIDEO]

"ძალიან დაძაბული მატჩი იყო და თავს კარგად ვიცავდით. სანამ დავიდ სილვა ტრავმას მიიღებდა, ვცდილობდით მეტი კრეატივის შეტანას. იძულებითი შეცვლის მერე კი ხშირად ვკარგავდით ბურთს. როცა მოგებას ვერ ახერხებ, ნულოვანი ფრე კარგი შედეგია.

მიმდინარე სეზონში სტუმრად კარგად ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, "რეალი" საპასუხო მატჩში მეტს შეუტევს, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. ყველაფერი მადრიდში გადაწყდება.

სამწუხაროდ, სილვა საპასუხო შეხვედრაში ვერ ითამაშებს",
- თქვა პელეგრინიმ.

მომზადებულია BBC Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული