ანტუან გრიზმანმა "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა!

AutoSharing Option
დღეს, 3 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, რომელიც მიუნხენში "ბაიერნსა" და "ატლეტიკოს" შორის შედგა, მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინლის საგზური მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მადრიდში "ატლეტიკოს" გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ამიტომ ფინალში გასასვლელად მიუნხენელებს დღეს ორბურთიანი სხვაობით უნდა მოეგოთ, მაგრამ...

პირველმა ტაიმმა "ბაიერნის" სრული უპირატესობით ჩაიარა და "ატლეტიკოს" შანსიც კი არ მისცემია შეტევის. 31-ე წუთზე "ატლეტიკოს" კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომლის შესრულება ესპანელმა ხაბი ალონსომ ითავა. ალონსოს დარტყმული ფილიპე ლუისს მოხვდა, რის შემდეგაც ბურთი კარის ბადეში
გაეხვა - 1:0.

"ბაიერნმა" შეტევა გააგრძელა და 3 წუთში თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა, მაგრამ თომას მიულერს იან ობლაკმა აჯობა, რითაც საკუთარ გუნდს შანსი დაუტოვა.

შესვენებაზე დიეგო სიმეონემ შეძლო და გუნდი გონს მოიყვანა. 54-ე წუთზე ფერნანდო ტორესის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ფრანგი ანტუან გრიზმანი მანუელ ნოიერთან პირისპირ გავიდა და თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა - 1:1.

მატჩის 73-ე წუთზე თავისი გოლი გაიტანა "ბაიერნის" პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმაც. 83-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ამჯერად "ბაიერნის" კარში დაინიშნა, მაგრამ აქაც მეკარემ იმარჯვა - ტორესის დარტყმული ნოიერმა მოიგერია. საბოლოოდ, 2:1 და "ატლეტიკო" მილანში მიემგზავრება, სადაც ლიგის ფინალი გაიმართება!

ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ, მადრიდში, "რეალსა"და "მანჩესტერ სიტის" შორის გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 2:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
atletiko tamashobs anti pexburts?an gushindeli tamashi iyo anti pexburti?mtelizenonis manzilze gunds mxolod 16 goliaq gashvebulj tan espanetis chempionatshi...da sadxedsvt dges sxvagan sanaxaobriv pexburts?ha ha sheizleba samxret amerikashi,egec ukve isera.dges pexburti aris shedegs+puli.vsioo egaa dges samwuxarod pexburti.dortmundis da atletikos msgavs gundur tamashs vintamashobs?arc aravin.es ratqmaunda chemi azria
0
გიოს ვეთანხმები, წინააღმდეგი გამარჯვებისა ვინ არის, მაგრამ ყველას რახან თავისი უყვარს რეალურად არ უნდა შეაფასოს? ანტი ფეხბურთია აბა რა არის? ყველაფრის მკადრებელი კაცის ....... კალჩო რომ ანტი ფეხბურთია ეს ახლა გაიგე? 3 ფრით რომ გადიოდა იტალია მერე რას შვრებოდა გახსოვს? თუ არ გახსოვს კომპიიუტერი გაქვს და ნახვა შეიძლება. ერთმანეთის მიყოლებით დაადუღა ყველა საფეხბურთო ფილოსოფიის გუნდი!!
gela
10:30 04-05-2016
0

სიახლეები პოპულარული