დიეგო სიმეონე: ევროპის სამი საუკეთესო კლუბიდან ორს უკვე ვაჯობეთ

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, რომელშიც მისმა გუნდმა მიუნხენის "ბაიერნთან" სასურველ შედეგს მიაღწია.

3 მაისს, "ალიანს არენაზე" მადრიდელები ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ, თუმცა ორი მატჩის ჯამში, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, ფინალის საგზური მოიპოვეს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "ატლეტიკომ" შინ ანგარიშით 1:0 მოიგო.

"დღეს ჩვენ ვეთამაშეთ ყველაზე ძლიერ მეტოქეს, რომელთანაც კარიერაში ოდესმე მითამაშია. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის. წნეხს გავუძელით და გავიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ
ეს ძალიან ძნელი იყო.

შეუძლებელი შევძელით - ევროპის სამი საუკეთესო კლუბიდან ორს უკვე ვაჯობეთ. ვამაყობ ჩემი მოთამაშეებითა და მათი გარჯით მოედანზე.

მეტოქე წარმოუდგენლად ძლიერი გვყავდა და ვცდილობდით, ჩვენი კოზირები გამოგვეყენებინა და ისე გვეთამაშა, როგორიც გვეხერხება. ახლა ჩვენ გვაქვს შანსი, მოვიგოთ ფინალი, რისთვისაც საუკეთესოდ მოვემზადებით. იქ კი გამოჩნდება, რამდენად არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა.

შემთხვევითი არ არის ჩვენი წარმატება - ვვითარდებით, როგორც გუნდი. გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რაც კლუბის დამსახურებაა. ფეხბურთელები ეჩვევიან გუნდის სტილს. ჩვენ გვიყვარს თამაშის ის სტილი, რომელსაც ვაჩვენებთ.

ახლა ჩვენ ფინალში ვართ და მისი მოგებაც გვსურს", - აქვეყნებს სიმეონეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ანტიფეხბურთს გაუმარჯოს ტურქი მსაჯის თამადობით ის გოლიც ოფსაიდი იყო ის პენალტი ხომ ნაგდი იყო ატლეტიკომ რომ დაარტყა ვაი მაგენის პატრონს რეალი აახევს მაგას ყურებს
murmani
15:34 04-05-2016
0
რეალი გულზე არ დაგადგეს "ჩოლო"...ვნახოთ ბატონო ვნახოთ, ჯერ დღეს ომი უნდა მოვიგოთ))))))
beso
15:39 04-05-2016
0

სიახლეები პოპულარული