ჩემპიონთა ლიგა: "ლესტერი" განთესილია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი "ლესტერ სიტი" მომდევნო გათამაშებაში განთესილი იქნება.

25 აგვისტოს, როცა მონაკოში ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება, "ლესტერის" ბურთულა პირველ კალათში მოთავსდება.

საქმე ისაა, რომ პირველ კალათს 7 საუკეთესო ლიგის (2014/15 წლების სეზონის ბოლოს შედგენილი კოეფიციენტთა სიით) გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდი შეადგენს. ასე რომ, უკვე გადაწყვეტილია, რომ "ლესტერი", "იუვენტუსი" და "პარი სენ-ჟერმენი" პირველ კალათში იქნებიან. მათ შეუერთდება ლიგის გამარჯვებული, ესპანეთის, გერმანიის, პორტუგალიისა და რუსეთის ჩემპიონები.

თუკი ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდი იმარჯვებს ჩემპიონატში, მაშინ უკრაინის ჩემპიონიც განთესილი იქნება, რადგან
უკრაინა მერვეა უეფას კოეფიციენტთა სიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული