კრიშტიანო რონალდო: მიხარია, რომ ფინალში "ატლეტიკო" ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ "მანჩესტერ სიტისთან" (1:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- რეალი-სიტი 1:0 - იყო და არა იყო რა... [VIDEO]

"ზიდანი ძალიან კარგად მუშაობს გუნდთან. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. იმედია, ის გააგრძელებს მუშაობას. აღფრთოვანებული ვარ ზიდანით, როგორც მწვრთნელით და როგორც ადამიანით.

ყოველთვის ვგრძნობდით ზიდანის მხარდაჭერას. მას ეხერხება ფეხბურთელების მოსმენა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ფინალში ფავორიტი არ იქნება. მიხარია, რომ ფინალში "ატლეტიკო" ითამაშებს, რადგან ეს ესპანური კლუბია. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ფინალი ყოველთვის განსაკუთრებულია.

შეიძლება 1:0 მოკრძალებული ანგარიშია, მაგრამ
ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით.

15 დღე გამიცდა, მაგრამ ხალხს დაავიწყდა, რომ აღდგენა სწრაფად შემიძლია. დავიღალე, მაგრამ ბედნიერი ვარ.

თამაში რთული იყო, მაგრამ "სიტის" ვჯობნიდით, უფრო მეტი მომენტი შევქმენით პირველ ტაიმში და მეორე ტაიმში უფრო ინტენსიურად ვთამაშობდით", - თქვა რონალდომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული