ევროტურნირები: ფინალები და მსაჯები

AutoSharing Option
უეფამ ევროთასების ფინალების მსაჯების ვინაობა დაადგინა - ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯობა წილად ინგლისელ მარკ კლატენბურგს ხვდა, ხოლო ევროპალიგის ფინალს შვედი იონას ერიკსონი წაიყვანს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი "სან სიროზე" 28 მაისს გაიმართება და ერთმანეთს მადრიდული კლუბები, "რეალი" და "ატლეტიკო" დაუპირისპირდებიან. 41 წლის ინგლისელი უეფას სამსაჯო კომიტეტმა დაამტკიცა. ის 2007 წლიდან ითვლება საერთაშორისო არბიტრად.

კლატენბურგის პირველი დიდი ფინალი ლონდონის ოლიმპიური თამაშები იყო. ევრო 2012-ზე ის სარეზერვო მსაჯად ითვლებოდა, ხოლო ევრო 2016-ზე 18 მსაჯს შორის მოხვდა.

2014 წელს კლატენბურგმა უეფას
სუპერთასი განსაჯა. ამ სეზონში კლატენბურგმა ევროპალიგის 2 და ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩი განსაჯა, მათ შორის, "ატლეტიკოსა" და "ბაიერნის" პირველი ნახევარფინალური მატჩი "ვისენტე კალდერონზე". მილანში კლატენბურგს ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა დაეხმარება, მეოთხე არბიტრი კი უნგრელი ვიქტორ კასაი იქნება.

18 მაისს ევროპალიგის ფინალი ბაზელში გაიმართება, "სენტ იაკობ პარკზე" ერთმანეთს "ლივერპული" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. მატჩს 42 წლის ერიკსონი განსჯის, რომელმაც 2013 წელს უეფას სუპერთასს უმსაჯა "ჩელსისა" და "ბაიერნს" შორის.

ის მსაჯობდა 2014 წლის მუნდიალზე, შარშან კი ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მეოთხე არბიტრი გახლდათ. რა თქმა უნდა, ისიც განსჯის ევრო 2016-ის მატჩებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Ahaa, gawvrtnian ki))
Gizoi
11:33 12-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული