თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე

AutoSharing Option
28 მაისს სრულდება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება და ზუსტად ერთ თვეში იწყება, ახალი 2016/17 წლის სეზონი, რომელიც ამ ტურნირის ისტორიაში 62-ე იქნება.

ტურნირზე საქართველოს წარმომადგენელი თბილისის "დინამო" იქნება. საქართველოს ჩემპიონის მისია კვლავ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება, რაც ჯერ არცერთ ქართულ კლუბს მიუღწევია.

"დინამო" გათამაშებაში II საკვალფიკაციო წრიდან ჩაერთვება და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მას სამი ეტაპის დაძლევა (II და III საკვალიფიკაციო წრეები და პლეი ოფი) მოუწევს.

II საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო" 5,875 რეიტინგით განთესილთა შორის მოხვდა და შედარებით იოლი მეტოქე ელის.

ჩამოვწერთ სავარაუდო მეტოქეებს რეიტინგის კლების მიხედვით:

"ტრენჩინი" (სლოვაკეთი), "დუდელანჟი" (ლუქსემბურგი), "ჟალგირისი" (ლიტვა), "ჰაპოელი" ბეერ-შევა (ისრაელი), "ოლიმპია" (სლოვენია), "ვარდარი" (მაკედონია), "ნორჩოპინგი" (შვედეთი), "ფერენცვაროში" (უნგრეთი), "კრუზეიდერსი" (ჩრ. ირლანდია), "ზრინსკი" (ბოსნია), "დანდალკი" (ირლანდია), "მლადოსტი" (ჩერნოგორია), სიკ (ფინეთი), "ლიეპაია" (ლატვია), და მოლდოვის ჩემპიონი ("დაჩია" ან "შერიფი").

ამათ დაემატებიან I საკვალიფიკაციო წრეში გამარჯვებული კლუბები, სადაც ყველაზე სუსტი კლუბები არიან თავმოყრილი.

II საკვალიფიკაციო წრის მატჩები 12-13 ივლისს და 19-20 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
არ გვინდა ეგ დაბალი ხარისხის ლეგიონერები, დინამოში უნდა შეკრიბო ქართველები, ოქრუაშვილი, ყაზაიშვილი, ანანიდზე კაშია, ნავალოვსკი..... კაროჩე საქართველოს ნაკრები რა და ერთი კარგი წვრთვნელი,და შეიძლება კიდე 2-3 მართლა კარგი ლეგიონერი, აი მაშინ ევროპის ლიგის მოგების შანსიც იქნება და ვინ იცის შეიზლება ჩემპიონთა ლიგაც როდესმე.... ეს ნაკრებსაც გამოადგება.
გიო
25 მაისი 2016 11:41
0
ჯერ ყველა დაელოდება რეფორმა როგორ წავა. თუ ყველაფერი კარგად იქნა 2-3 წლის მერე უნდა ელოდო კერძო ფულის ჩადებას ფეხბურთში.
თუ არ წავიდა მაშინ ფიფიაც წავა.
moica
25 მაისი 2016 11:20
0
დაუმატეთ "შახტარი", "ცსკა" და სხვა გუნდებიც.
pele
25 მაისი 2016 11:18
0
ფანტასტიკის სფეროდან გამომდინარე დავუშვათ გავედით ჯგუფურ ეტაპზე-მერე რა ?! ქართული ფეხბურთი და კონკრეტულად "დინამო" სულ პირველობაზე იყო ორიენტირებული და ამიტომაც ევროტირნირებში გამოსვლის მე-9 წლისთავზე მოიპოვეს კიდეც ევროპის თასი. ამჟამად, აგერ უკვე 26 წელია რაღაც ვირტუალურ გამარჯვებაზე (ანუ ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე ვოცნებობთ). არადა, უნდა ჩაიდოს სერიოზული ფული (რამდენიმე ათეული მილიონი)და შესაძლებელია ისეთივე წარმატების მიღწევა რაც შეძლო ორიოდ წელში "ნოტინგემ ფორესტმა". ეს უტოპია არ არის!
pele
25 მაისი 2016 10:55
0
ნამდვილად არ არიან სუსტი გუნდები ქართული გადმოსახედიდან, ისე უეფას მამებმა ქართული გუნდები პირდაპირ უნდა დაუშვან ჯგუფებში, დასწრება და შემოსავალი უმაღლესი ექნებათ
zviadi
25 მაისი 2016 09:48
0
ყველა გავარდება პირველ ეტაბზევე სამარცხვინოდ
999
25 მაისი 2016 09:45
0
ოთო-ს წესით ყველას უნდა მოვუგოთ, მაგრამ ყველასთან წავაგებთ
xxx
25 მაისი 2016 09:44
0
ყველა მაჩანჩალა საფეხბურთო ქვეყანამ მოახერხა ერთხელ მაინც ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, ჩვენ ახლოსაც ვერ მივედით (ერთხელ ბილბაოსთან გვქონდა შანსი...) რომელ იოლ მეტოქეებზეა ლაპარაკი ,როდესაც ჩვენი დინამო ელემენტარულ დონეს ვერ აკმაყოფილებს ფიზიკაში, ფერენცვაროში გადაურბენს დინამოს, 90 წუთი გიჟებივით დარბიან. და ეჭვი მაქვს კიდევ ბევრი ჩამოთვლილი გუნდია უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში, სამწუხაროდ :((
levan
25 მაისი 2016 09:28
0
Nიახური ხომარახარ (ფიფიაზე)ორჯერ მოხვიდე ამ ქვეყნად,სულ ერთიდაიგივე არ მოგბეზრდა? დაყარე რა ერხელ დიდი ფული და მაგის გამო მაინც ჩამოვლენ მაღალი კლასის ფეხბურთელები თუ მაგის საშუალება არ გაქვს მაშინ გაყიდე კლუბი რომელიც ჩვენტვის შენზე ძვირფასია.
Deme
25 მაისი 2016 08:43
0
სვან-ს. მე ვოცნებობ რომელიმე გუნდი გავიდეს, მაგრამ შენ დარწმუნებული ხარ რომ დინამო ამ გუნდებს მოუგებს? მე არა, კაი რა ჩემი ძმა კაზახებთან და აზერებთან რომ ვაგებთ რაც ქართულ ფეხბურთს ეხება დარწმუნებული რაში უნდა იყო.....
გიო
25 მაისი 2016 00:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული