მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
28 მაისს "სან სიროზე" მადრიდის "რეალისა" და თანაქალაქელ "ატლეტიკოს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი ტაიმები ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში "სამეფო კლუბის" მცველმა სერხიო რამოსმა გახსნა. 48-ე წუთზე კი "ატლეტიკოს" გათანბრების კარგი შანსი მიეცა. "რეალის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმც ანტუან გრიზმანმა ხარიხას მოარტყა ბურთი. ამის მიუხედავად "ატლეტიკომ" 79-ე წუთზე მაინც გაათანაბრა - გაბის პასის შემდეგ ხუანფრანმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას კარასკომ დაასწრო.

დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში "რეალმა" გაიმარჯვა
- 5:3.

ამ გამაჯვებით "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტიტული მოიპოვა.

- პირველი ფრანგი - რეალი-ატლეტიკოს საინტერესო სტატისტიკა
მკითხველის კომენტარები / 34 /
"გიო"-ს ვეთანხმები. ბოღმით დასიებული ხალხის კომენტარებია. თურმე "რეალი" მხოლოდ გამართლებით გახდა ლიგის გამარჯვებული, თორემ ბეილს, რონალდუს, ბენზემას და სხვებს ფეხბურთის თამაში არ შეუძლიათ და მათ კაშია, ოქრიაშვილი, ანანიძე ჯობიან, უბრალოდ არ უმართლებთ. კარგით რა, გეყოთ ეს უსაგნო კომენტარები. "რეალმა" მოიგო დამსახურებულად და ყველა დაამარცხა ვინც შეხვდა. თქვენ ლოგიკას თუ გავყვებით, 1981 წელს თბილისის "დინამო"-მ თასების ტასი დაუმსახურებლად აიღო, რადგან ფინალში იენის "კარლ ცეისს: შეხვდა და არა "ბარსელონა"-ს, ან "იუნაიტედ"-ს ?! დაფიქრდით...
2015
29 მაისი 2016 15:15
0
რეალს საერთოდ უმართლბს, მეტი არაფერი ღირებული ამ გუნდს არა აქვს, პროვოკატორი რამოსი, რომელიც გასაგდბი იყო, ატლეტიკოს მართლა იღბალი არ ჰქონია, თამაშის მვლელობისას კიდე ერთი პენალტი გაატანეს ქარს, საერთოდ ატლეტიკომ უფრო ძლიერი გუნდბი გამოთიშა და უსამართლობა იყო მისი წაგება, რეალი ერთი ევროებით გაძეძგილი ფულიანი ტომრების გუნდია
ჭონთიო
29 მაისი 2016 14:55
0
კომენტარებს რომ ვკითხულობ, მაგრა ვხალისობ. "რეალს" არ ეკუთვნოდა მოგებაო და "ატლეტიკო"-ს, რომელსაც ერთ თამაშშიც კი არ უთამაშია ფეხბურთი(რაც არ იციან, რა უნდა ითამაშონ) და მხოლოდ თამაშის გაფუჭებას ცდილობენ, ჩემპიონთა ლიგა უნდა მოეგო?! ან ფეხბურთზე წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, ან "ბარსა"-ს ფანები არიან და იბოღმებიან!
გიო
29 მაისი 2016 14:42
0
ზოგადათ რეალს ყველაფერში გაუმართლა. პირველი ის რომ მეოთხედ და ნახევარ ფინალებში ვოლსბურგი და სიტი შეხვდა; გუნდები რომლებიც არ ითვლებიან გრანდებათ და რომლებსაც რეალი კლასით, გამოცდილებით და სიზლიერით ათი თავით აღემატება. ანუ ფინალამდე რეალმა მარტივი გზა გაიარა. ატლეტიკომ კი რიგის ფავორიტები - ბარსა და ბაიერნი ჩამოიტოვა, რაც იმას ნიშნავს რომ უფრო რთული გზა გაიარა. მოუგებდა რეალი ბარსას ან ბაიერნს?! არა რა თქმა უნდა! პირველი უსამართლობა ეს იყო. ,მეორე კი ის იყო რომ ფინალში ატლეტიკომ რეალს აჯობა
sso
29 მაისი 2016 14:19
0
არ იმსახურებდა რეალი გამარჯვებასო..:):):):) ისე დაიბოღმა ხალხი ობიექტურობის შეგრძნება სულ დაკარაგა :):):)
ცუდსა რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი :):):)

ZZZ
29 მაისი 2016 14:10
0
სრული სიმართლეა რიალმა უსამართლოდ მოიგო ეს ლიგა. ჯერ იყოდა ფარჩაკი გუნდები შეხვდა ყველა მერე ფინალში მსაჯები მაგათ მხარეს იყო სამივე
giorgi-s-s
29 მაისი 2016 14:07
0
რამოსის გოლი თამაშგარე იყო, დამატებითი დროის დასაწყისში იგივე რამოსს უეჭველი წითელი ეკუთვნოდა პეპესაც ეკუთვნოდა წითელი ........ ამაზე მეტი უსამართლობა რაღა გინდა
giorgi-s
29 მაისი 2016 13:49
0
"რეალს" თავისუფლად შეეძლო თამაში დამატებით დროში არ გადასულიყო. მინიმუმ 2 გოლოს გატანის 100%-იანი შანსი გაუშვეს ხელიდან. "ატლეტიკო" ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობს.
ნიკოლოზი
29 მაისი 2016 13:26
0
ვულოცავ რეალის ყველა ქომაგს დრამატულ ბრძოლაში გამარჯვებას ღირსეულ მეტოქესთან!!!! მეფე ისევ მეფობს!!! ბარსას ფანების მესმის მაგრამ სხვები რამ გაამწარა ეგრე რომ მთელი სოფლიო რეალის წაგებაზე ლოცულობდა?? ვერაფერი დააკლეს ამით რეალს!!!!!! პ,ს, ბოლო ბოლო გამოაქვეყნებთ ჩემ კომენტარს? მერამდენე დავწერო კიდე!!!!!!!!!!
guro
29 მაისი 2016 13:25
0
რეალს ზიდანი საშინელი ტაქტიკით თამაშებს. ეს არ არის ის გუნდი რომელიც მოგვწონდა ანჩელოტის დროს. ზიდანი წესით არ უნდა დატოვონ.
Levani
29 მაისი 2016 13:17
0

სიახლეები პოპულარული