მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში "სამეფო კლუბის" მცველმა სერხიო რამოსმა გახსნა. 48-ე წუთზე კი "ატლეტიკოს" გათანბრების კარგი შანსი მიეცა. "რეალის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმც ანტუან გრიზმანმა ხარიხას მოარტყა ბურთი. ამის მიუხედავად "ატლეტიკომ" 79-ე წუთზე მაინც გაათანაბრა - გაბის პასის შემდეგ ხუანფრანმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას კარასკომ დაასწრო.
დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში "რეალმა" გაიმარჯვა
ამ გამაჯვებით "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტიტული მოიპოვა.
- პირველი ფრანგი - რეალი-ატლეტიკოს საინტერესო სტატისტიკა
იხილეთ ვიდეო
მატჩის შემდგომი კომენტარები:
- დიეგო სიმეონე: "ატლეტიკოდან" წასვლა? ამაზე დავფიქრდები
- ზინედინ ზიდანი: ამაზე ვოცნებობდი
- დიეგო სიმეონე: "ატლეტიკოდან" წასვლა? ამაზე დავფიქრდები
- ზინედინ ზიდანი: ამაზე ვოცნებობდი