- მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]
"მინდა მივულოცო "რეალს". ისინი კვლავ ჩვენზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ოღონდ პენალტების სერიაში.
მატჩი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მე-20 წუთისთვის თამაშის ორგანიზება მოვახერხეთ. მეორე ტაიმში სწრაფად შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრება, ეს ნათელი იყო.
არ ვიცი, როგორი წაგებისგან უფრო უნდა მეტკინოს გული. ყველაზე რთულია იმ ადამიანების ტკივილის დანახვა, რომლებმაც ფული გადაიხადეს, რომ აქ მოსულიყვენენ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მათ სასურველი არ
ნათელია, რომ არავინ დაიმხასოვრებს იმას, ვინც მეორე გახდა. ორი ფინალის წაგება - ეს ჩავარდნაა. საუკეთესო გუნდი ყოველთვის ის არის, ვინც მოიგო.
ფეხბურთში არ არსებობს სამართლიანობა. ვინც მოიგო, იმან დაიმსახურა გამარჯვება. არავითარი გამართლება.
"რეალი" საუკეთესო იყო, რადგან მათ მოიგეს, ჩვენ კი პენალტების სერიაში ვერ გადავწყვიტეთ მატჩის ბედი. დამიდგა დრო ბევრ რამეზე ვიფიქრო.
განვიხილავ თუ არა "ატლეტიკოდან" წასვლას? ამაზე დავფიქრდები", - თქვა სიმეონემ.
მომზადებულია Football Espana-სა და The Telegraph-ის მიხედვით