მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
28 მაისს "სან სიროზე" მადრიდის "რეალისა" და თანაქალაქელ "ატლეტიკოს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი ტაიმები ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში "სამეფო კლუბის" მცველმა სერხიო რამოსმა გახსნა. 48-ე წუთზე კი "ატლეტიკოს" გათანბრების კარგი შანსი მიეცა. "რეალის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმც ანტუან გრიზმანმა ხარიხას მოარტყა ბურთი. ამის მიუხედავად "ატლეტიკომ" 79-ე წუთზე მაინც გაათანაბრა - გაბის პასის შემდეგ ხუანფრანმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას კარასკომ დაასწრო.

დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტების სერიაში "რეალმა" გაიმარჯვა
- 5:3.

ამ გამაჯვებით "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მე-11 ტიტული მოიპოვა.

- პირველი ფრანგი - რეალი-ატლეტიკოს საინტერესო სტატისტიკა
მკითხველის კომენტარები / 34 /
რონალდო თუ მესი.რონალდოს 3 ბურთით რეალი ნახევარფინალში გავიდა.მესი ატლეტიკოსთან საშუალო ფეხბურთელი იყო.აღარ ვამბობ მსოფლიო ჩემპიონატზე სადაც უვარსკვლავო გერმანიამ თავისუფლად მოიგო.მესი ნახევარფინალში და ფინალში ნული იყო. მესი მაგარია გრანადასთა,რაიოსთან და სუსტ გუნდებთან პაჩკებით რომ გააქვს ბურთები.წელსაც ალბათ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებენ სრულიად დაუმსახურებლად,როგორც რამდენჯერმე მოხდა.თან პელესა და მარადონას ადარებენ მოკლე ჭკუიანები.
პელე მეფე და რეალი სამეფო
11:06 30-05-2016
0
ლევან! გინება რა საკადრისიაწერე, იუვე ატლეტილოს რომ ეთამაშა მაშინაც გაგახსენდებოდა ატლეტიკოს რომ არა აქვს მოგებული თასი და იუვეს კი? ვიცი რა პასუხიც დაიწერება და აქვე გეტყვი სხვადასხვა გუნდების გულშემატკივართა დავაში ნუ მოისხამთ სამართლიანობის მანტიას! გულშემატკივარი ყოველთვის სუბიექტურიააააააააააა ! ასეა ბაბაია ეს.
gela
10:06 30-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული