დიეგო სიმეონე: "ატლეტიკოდან" წასვლა? ამაზე დავფიქრდები

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "რეალთან" (1:1, პენ. 3:5) ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

"მინდა მივულოცო "რეალს". ისინი კვლავ ჩვენზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ოღონდ პენალტების სერიაში.

მატჩი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მე-20 წუთისთვის თამაშის ორგანიზება მოვახერხეთ. მეორე ტაიმში სწრაფად შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრება, ეს ნათელი იყო.

არ ვიცი, როგორი წაგებისგან უფრო უნდა მეტკინოს გული. ყველაზე რთულია იმ ადამიანების ტკივილის დანახვა, რომლებმაც ფული გადაიხადეს, რომ აქ მოსულიყვენენ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მათ სასურველი არ
მივეცი. ამის გამო კი ნამდვილად მტკივა.

ნათელია, რომ არავინ დაიმხასოვრებს იმას, ვინც მეორე გახდა. ორი ფინალის წაგება - ეს ჩავარდნაა. საუკეთესო გუნდი ყოველთვის ის არის, ვინც მოიგო.

ფეხბურთში არ არსებობს სამართლიანობა. ვინც მოიგო, იმან დაიმსახურა გამარჯვება. არავითარი გამართლება.

"რეალი" საუკეთესო იყო, რადგან მათ მოიგეს, ჩვენ კი პენალტების სერიაში ვერ გადავწყვიტეთ მატჩის ბედი. დამიდგა დრო ბევრ რამეზე ვიფიქრო.

განვიხილავ თუ არა "ატლეტიკოდან" წასვლას? ამაზე დავფიქრდები", - თქვა სიმეონემ.

მომზადებულია Football Espana-სა და The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
,,რეალი" მომავალ წელს ესპანეთის ჩემპიონატს მოიგებს!!!!!!!
დათო
09:53 30-05-2016
0
თამაში იყო რავნი გამოყყენებულ მომენტებს ტუ ჩავთვლით გამოდის რომ რეალი თამაშგარედან გატანილი გოლით გაძვრა მსაჯის ასეთი შეცდომები ვნებსფეხბურთს
რეალისტს კაცურ ფეხბურთს
14:05 30-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული