დიეგო სიმეონე: "ატლეტიკოდან" წასვლა? ამაზე დავფიქრდები

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "რეალთან" (1:1, პენ. 3:5) ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

"მინდა მივულოცო "რეალს". ისინი კვლავ ჩვენზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ოღონდ პენალტების სერიაში.

მატჩი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მე-20 წუთისთვის თამაშის ორგანიზება მოვახერხეთ. მეორე ტაიმში სწრაფად შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრება, ეს ნათელი იყო.

არ ვიცი, როგორი წაგებისგან უფრო უნდა მეტკინოს გული. ყველაზე რთულია იმ ადამიანების ტკივილის დანახვა, რომლებმაც ფული გადაიხადეს, რომ აქ მოსულიყვენენ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მათ სასურველი არ
მივეცი. ამის გამო კი ნამდვილად მტკივა.

ნათელია, რომ არავინ დაიმხასოვრებს იმას, ვინც მეორე გახდა. ორი ფინალის წაგება - ეს ჩავარდნაა. საუკეთესო გუნდი ყოველთვის ის არის, ვინც მოიგო.

ფეხბურთში არ არსებობს სამართლიანობა. ვინც მოიგო, იმან დაიმსახურა გამარჯვება. არავითარი გამართლება.

"რეალი" საუკეთესო იყო, რადგან მათ მოიგეს, ჩვენ კი პენალტების სერიაში ვერ გადავწყვიტეთ მატჩის ბედი. დამიდგა დრო ბევრ რამეზე ვიფიქრო.

განვიხილავ თუ არა "ატლეტიკოდან" წასვლას? ამაზე დავფიქრდები", - თქვა სიმეონემ.

მომზადებულია Football Espana-სა და The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
თამაში იყო რავნი გამოყყენებულ მომენტებს ტუ ჩავთვლით გამოდის რომ რეალი თამაშგარედან გატანილი გოლით გაძვრა მსაჯის ასეთი შეცდომები ვნებსფეხბურთს
რეალისტს კაცურ ფეხბურთს
30 მაისი 2016 14:05
0
,,რეალი" მომავალ წელს ესპანეთის ჩემპიონატს მოიგებს!!!!!!!
დათო
30 მაისი 2016 09:53
0
თამაშიდან გამომდინარე, რეალს ნამდვილად არ უმართლებდა თორე ძირითადშივე შეიძლებოდა თამაშის ბედის გადაწყვეტა, ატლეტიკო ძლიერი გუნდია თუმცა სხვა ტაქტიკა გააჩნია, ყველა იმას ამბობს ბარსელონა და ბაიერნი გამოაგდო, ფინალში ყველას ეგონა რეალსაც მოუგებდა. მაგრამ რეალი ბარსელონასაც ჩამოიცვამს და ბაიერსაც. კარვახალის მოულოდნელი გაყვანა და სუსტი რგოლი დანილოს შემოყვანა რომლის ბრალიც იყო გოლი. და გამოასწორა... ვულოცავ რეალს.
რეალისტი
29 მაისი 2016 23:56
0
ნიკა, შენ დენილსონი უნდა გენახა რამდენს დარბოდა და ტეხნარობდა ასე უშედეგოდ :)) მეორე ტაიმში იყო ბენზემა პირისპირ და მეორე ტაიმში იყოს ის შტურმი ცარიკარიდან რომ გამოიტანა ატლეტიკომ ბურთი და კონტრ შეტევაზე გოლი შეაგდო.
oceola
29 მაისი 2016 23:30
0
რაგა კუპერი იგივე სიმეონე ხო არ ჰამოვიკვანოტ ტპილიჰი
temraz
29 მაისი 2016 23:11
0
Me real is fani var DA eseti sashineli reali arasdros minaxavs
Beka
29 მაისი 2016 22:15
0
რეალი არ მევასება მაგრამ ფინალში გავიდა და მოუგო მასზე სუსტ გუნდს ეს არის რეალობა.
კოლა
29 მაისი 2016 22:10
0
ბარსას ფანებს გული აქვთ გახეთქილი ბოღმისგან.რას არ წერენ.რამდენი მომენტი ჰგონდა რეალს,რამდენი ბურთი აიღო ატლრტიკოს მეკარემ,როდესაც ნავასს საერთოდ ბურთი არ აუღია.ასეთი რეალი ბარსას ძირითად დროში მოუგებდა.მაგრად გაგიმართლად ბარსას ფანებო ფინალში რომ ვერ გახვედით თორემ თქვენი ფლეგმა მესის ფიასკოს კიდევ ერთხელ ნახავდით.
კაცური ფეხბურთი
29 მაისი 2016 21:23
0
სიმეონემ ყველაფერი ზუსტად თქვა!! რეალმა დამსახურებულად გაიმარჯვა ღირსეულ მეტოქესთან!! რეალს გაუმართლა??? ხალხო სტატისტიკა მაინც ნახეთ რადიოში ხომ არ უსმენდით თამაშს
guro
29 მაისი 2016 21:04
0
მეორე ტაიმში ატლეტიკომ დაახია ბურთი თავზე. კარასკოს ხო ვაბშე ვერ იწერდნენ. ფეხებში თუ ჩაარტყავდნენ რომ წაექციათ. ძაან შემეცოდა ატლეტიკო მაგატ უნდა მოეგოთ
nika
29 მაისი 2016 19:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული