მოულოდნელი ამბავი: ჩემპიონთა ლიგა შესაძლოა 16 გუნდამდე შემცირდეს

AutoSharing Option
უეფა დეკემბერში ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით სხდომას გამართავს.

მოსალოდნელია, რომ გუნდების რაოდენობა 32-დან 16-მდე შემცირდეს.

"წლის ბოლომდე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ განვიხილავთ და სხვის აზრს ვუსმენთ", - თქვა უეფას აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯიო მარკეტიმ.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება ტრანსლაციის რეიტინგების ამაღლებისთვის და ტელეუფლებების გაყიდვის შემოსავლით იყოს განპირობებული.

უეფაში საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ, რადგან ორგანიზაცია სწორედ ამ დროს ყიდის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ტელეუფლებებს.

მომზადებულია Washington Times-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფეხბურთისგან შორს ხარ გეტყობა
zaza-s
17:45 02-06-2016
0
პირადად მე ყოველთვის დიდი ინტერესით ვუყურებდი და ვუყურებ ჩემპიონთა ლიგაში ისეთი გუნდების გამოსვლას როგორიც "აიკ სოლნა", "როსენბორგი", "ბატე" და ა.შ.

თავისებურ ეგზოტიკას და ხიბლს სძენენ ევროპულ ფეხბურთს. ევროპა მხოლოდ ესპანეთი, იტალია, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი არ არის.

ისედაც ვიცით რომ ჩემპიონი 99%-ით მხოლოდ ამ 5 ქვეყნიდან რომელიმეს კლუბი იქნება და საერთოდ 5-მდე ხო არ შეემცირებინათ ტურნირი?!

zaza
17:38 31-05-2016
0

სიახლეები პოპულარული