ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო: "შახტარი", "ანდერლეხტი" და "ოლიმპიაკოსი" გავარდნენ

AutoSharing Option
3 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა ტურნირიდან დონეცკის "შახტარის" გავარდნა იყო, რომელმაც 0:2 დათმო შვეიცარიულ "იანგ ბოიზთან" და შემდეგ პენალტების სერიაში 2:4 წააგო. "შახტარი" სერიაში ფრედმა და რაკიცკიმ დააღალატეს.

გამოსარჩევია "როსტოვის" საგარეო გამარჯვება "ანდერლეხტზე" და "სელტიკის" რთული მოგება "ასტანასთან" - 2:1. აღსანიშნავია, რომ ყაზახებმა მატჩი 9 კაცით დაასრულეს და მათ კარში ორივე გოლი პენალტით გავიდა, მათ შორის ერთი 92-ე წუთზე.

გავარდა ბერძნული "ოლიმპიაკოსიც", რომელსაც ბეერ შევას "ჰაპოელმა" მოუგო - 1:0.

ჩემპიონთა ლიგა. III
საკვ. საპასუხო მატჩები

კოპენჰაგენი-ასტრა 3:0 (1:1)
სტიაუა-სპარტა 2:0 (1:1)
ჰაპოელი (ბ-შ)-ოლიმპიაკოსი 1:0 (0:0)
იანგ ბოიზი-შახტარი 2:0 (0:2) (4:2 - პენ)
პაოკ-აიაქსი 1:2 (1:1)
ზალცბურგი-პარტიზანი 2:0 (1:0)
ანდერლეხტი-როსტოვი 0:2 (2:2)
სელტიკი-ასტანა 2:1 (1:1)
ლეგია-ტრენჩინი 0:0 (1:0)
მონაკო-ფენერბაჰჩე 3:1 (1:2)

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა პარასკევს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საინტერესო იქნება დინამოს რომ ან ასტანა ან შახტარი შეხვდეს! :)
Jango
15:04 04-08-2016
0
"დინამო" თბილისი რომ გავარდა აღარ უნდა გაგვიკვირდეს?
გუჯა კახაძე
10:13 04-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული