ცხადია, "ქალაქელებმა" არაოფიციალურად უკვე გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში, თუმცა ოფიციალურად ამ საქმეს წერტილი ერთი კვირის მერე დაესმება, "სტიაუა" მანჩესტერში ქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად თუ ჩავა, თორემ "ეტიჰადზე" აღარაფერი ესაქმება.
"სიტის" არ იყოს, ჯგუფური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა მიონხენგლადბახის "ბორუსიამაც". გერმანულმა კლუბმა თამაშის ბედი მეორე ტაიმის სამწუთიან მონაკვეთში გადაწყვიტა.
საშინაო 1:1-ის შემდეგ, "აიაქსს" ახლა როსტოვში მოუწევს თავისი რენომეს დამტკიცება.
თბილისის "დინამოს" ყოფილმა მეტოქემ და ზაგრებელმა სეხნიამ "მაქსიმირზე" 1:1 ითამაშა ავსტრიის ჩემპიონ "ზალცბურგთან" და საჩემპიონთალიგო პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები
სტიაუა-სიტი 0:5
გოლები: 0:1 დავიდ სილვა (13), 0:2 აგუერო (41), 0:3 ნოლიტო (49), 0:4 აგუერო (78), 0:5 აგუერო (89)
სიტი (4-1-4-1): კაბალიერო - საბალეტა (70. სანია), ოტამენდი, სტოუნზი, კოლაროვი (75. კლიში) - ფერნანდინიო - სტერლინგი, დე ბრუინი (80. ფერნანდო), დავიდ სილვა, ნოლიტო - აგუერო.
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10-24 (3-12); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 55 634
დინამო (ზ)-ზალცბურგი 1:1
გოლები: 0:1 ლაზარო (59), 1:1 როგი (76-პენ)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 6-7; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 21-15 (4-4); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 37 168
კოპენჰაგენი-აპოელ 1:0
გოლი: 1:0 პავლოვიჩი (43)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 7-1; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 21-8 (7-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 42 358
აიაქსი-როსტოვი 1:1
გოლები: 0:1 ნობოა (13), 1:1 კლაასენი (38-პენ)
გაფრთხილება: 2-6; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 22-6 (10-2); ბურთის ფლობა: 72%-28%.
მაყურებელი: 51 463
იანგ ბოიზი-გლადბახი 1:3
გოლები: 0:1 რაფაელი (11), 1:1 სულეიმანი (56), 1:2 ჰანი (66), 1:3 როშა (69-საკ. კარში)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 1-3; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-6 (6-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 30 224
გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"