კერძოდ, პროექტის მიხედვით, უნდა შეიცვალოს ცალკეული მატჩების დაწყების დრო, საერთო ყულაბიდან თანხების განაწილების პრინციპი... ასევე, ევროპის კლუბების ასოციაცია ითხოვს ოთხი ქვეყნისთვის (ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია) მუდმივ კვოტას და ასე შემდეგ.
ახლა ECA ამ პროექტს წარუდგენს უეფას საკლუბო კომიტეტს, რომელიც, ალბათ, იძულებული გახდება, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს და მიიღოს ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის საკლუბო ფეხბურთს
უეფას გარდა, მას სხვაც ბევრი ჰყავს მოწინააღმდეგე. ამ პროექტს უკვე უწოდეს "მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრების ახალი სქემა", თუმცა, მეორე მხრივ, ყველა ხვდება, რომ ფეხბურთში დიდ ფულს მხოლოდ დიდი კლუბები იზიდავენ და აქედან უნაწილდებათ ის ღარიბებს.
"ეს არ არის რევოლუცია, ეს არის ევოლუცია", - თქვა ECA-ს თავმჯდომარემ და "ბაიერნის" შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩემთვიას მაგალითად საერთო დუინტერესო გახდა ჩემპიონთა ლიგა. და ახლა ჩაკეტილ სისტემას, რომ შიდა ჩემპიონატდ აქციეს მონაწილეობას იღებენ არაჩემპიონი კლუბები. მე აღარც ვუყურებ და ჩემს შვილებსაც ამას ვასწავლი. ფეხბურთი აღარაა სახალხო = გახდა უინტერესო