ახალი ჩემპიონთა ლიგა: ევოლუცია თუ რევოლუცია?

AutoSharing Option
გუშინ ჟენევაში ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) მე-17 კონგრესი გაიმართა, რომელმაც 25 აგვისტოს წარმოდგენილი პროექტი დაამტკიცა. ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის რეფორმაზე, ძალაში 2018/19 წლების სეზონიდან რომ უნდა შევიდეს.

კერძოდ, პროექტის მიხედვით, უნდა შეიცვალოს ცალკეული მატჩების დაწყების დრო, საერთო ყულაბიდან თანხების განაწილების პრინციპი... ასევე, ევროპის კლუბების ასოციაცია ითხოვს ოთხი ქვეყნისთვის (ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია) მუდმივ კვოტას და ასე შემდეგ.

ახლა ECA ამ პროექტს წარუდგენს უეფას საკლუბო კომიტეტს, რომელიც, ალბათ, იძულებული გახდება, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინოს და მიიღოს ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის საკლუბო ფეხბურთს
გახლეჩვა არ ასცდება - უეფას უარის შემთხვევაში, ECA დამოუკიდებელ ლიგას შექმნის. სწორედ ამით აშანტაჟებს ის ევროფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას.

უეფას გარდა, მას სხვაც ბევრი ჰყავს მოწინააღმდეგე. ამ პროექტს უკვე უწოდეს "მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრების ახალი სქემა", თუმცა, მეორე მხრივ, ყველა ხვდება, რომ ფეხბურთში დიდ ფულს მხოლოდ დიდი კლუბები იზიდავენ და აქედან უნაწილდებათ ის ღარიბებს.

"ეს არ არის რევოლუცია, ეს არის ევოლუცია", - თქვა ECA-ს თავმჯდომარემ და "ბაიერნის" შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გთანხმები ზაზა!
ჩემთვიას მაგალითად საერთო დუინტერესო გახდა ჩემპიონთა ლიგა. და ახლა ჩაკეტილ სისტემას, რომ შიდა ჩემპიონატდ აქციეს მონაწილეობას იღებენ არაჩემპიონი კლუბები. მე აღარც ვუყურებ და ჩემს შვილებსაც ამას ვასწავლი. ფეხბურთი აღარაა სახალხო = გახდა უინტერესო
ზვიადი
17:10 07-09-2016
0
ამ გაუმაძღარის აზრზე მოსაყვანად–დანარჩენმა ევროპამ სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს!უარი ტელეტრანსლიაციებზე როგორც ჩემპიონატის,ასევე მათი ე.წ. ჩემპიონთა ლიგის!საკუთარი ჩემპიონთა თასი გაითამაშონ და ტელეტრანსლიაციებიდან შემოსავალის დიდი ნაწილიც დანარჩენი ევროპის ქვეყნების გუნდებისკენ გადანწილდება!მოგვიანებით ძლიერი ფეხბურთელებიც დანარჩენი ევროპის კლუბებს გააძლიერებენ და....პირიქით უნდა შეუტიონ მდიდარ კლუბებს და მეტი წილი უნდა მოთხოვონ შემოსავლებიდან!
ზაზა
14:30 07-09-2016
0

სიახლეები პოპულარული