ქომაგებმა ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

გამოკითხვა გულშემატკივართა შორის ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ "ტვიტერზე" მიმდინარეობდა. იტალიელმა 58 000-ზე მეტი ხმა დააგროვა, რაც ხმათა 59%-ს შეადგენდა.

საუკეთესო მეკარის წოდებისთვის ასევე ოლივერ კანი, პეტრ შმეიხეილი, ანჯელო პერუცი, ჯანლუკა პალიუკა, სანტიაგო კანისარესი, ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი, იერჟი დუდეკი, ვიკტორ ვალდესი, ჟულიო სეზარი, ედვინ ვან დერ საარი, იკერ კასილასი, მანუელ ნოიერი და პეტრ ჩეხი იბრძოდნენ.

საინტერესოა, რომ ბუფონს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია, ტურნირის ფინალში კი ორჯერ ითამაშა -
2003 და 2015 წლებში.
მკითხველის კომენტარები / 5 /
2013ში არ უთამაშია
kaxa
11 სექტემბერი 2016 23:11
0
2003 ში და 2015 ში . 2013 ში არ უთამაშია იუვენტუსს ფინალი და ვერც ბუფონი ითამაშებდა
kaxa
11 სექტემბერი 2016 23:10
0
სასაცილოა ეგ გამოკითხვა, მეკარეს რომელსაც ლიგა არ მოუგია ლიგის საუკეთესოდ დასახელდა, როცა კანმა 2001 წელს უდიდესი წვლილი შეიტანა ბაიერნის ლიგის მოგებაში, მარტო ფინალში აღებულ სამ პენალტში არ იყო საქმე, მთელი ტურნირი და განსაკუთრებით პლეიოფი მანჩესტერთან და რეალთან იდეალურად ჩაატარა და ის რომ ბერნაბეუზე და ოლდ ტრაფორდზე ბავარიამ რომ არ წააგო კანის დამსახურება იყო პირველ რიგში.მაგარია ბუფონი რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ ლიგის ისტორიაში საუკეთესო მეკარე ნაღდად არაა. არც სტატისტიკით და არც შედეგით
გიორგი
11 სექტემბერი 2016 21:19
0
Rogor sheidzleba ro chempionta ligaze buffoni casilass sheadaroo ar mesmis. Albat imis mesamedic ar gauketebiaaa
Germany
11 სექტემბერი 2016 19:02
0
2002-2003-ში იყო ფინალში
guro
11 სექტემბერი 2016 19:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული