ჩემპიონთა ლიგა. E ჯგუფი. I ტურის წინ: "ტოტენჰემის" ისტორიული მომენტი

AutoSharing Option
"ლევერკუზენის" თავკაც როჯერ შმიდტს გადასაწყვეტი აქვს, რა მოუხერხოს ფინელ იოელ პოჰიანპალოს, რომელიც მეტეორივით შემოიჭრა ბუნდესლიგაში. დიდი ალბათობით, "ჰამბურგთან" 15 წუთში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი პოჰიანპალო ცსკა-ს წინააღმდეგ ჩიჩარიტოს შეუწყვილდება შეტევაში. ორივე გუნდისთვის ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე მონაწილეობაა.

როჯერ შმიდტი (ლევერკუზენი): "როცა ტურნირზე "ზენიტს" აჯობებ, ესე იგი, ძალიან კარგი გუნდი ხარ. ცსკა იოლად დასამარცხებელი მეტოქე ნამდვილად არ არის. ჩვენ "ჰამბურგთან" კარგი რეპეტიცია გავიარეთ, იმედი მაქვს, ფორმა არ დაგვიკარგავს. იოელი საჯარიმო მოედანზე ძალიან სახიფათოა. ვნახოთ, შეიძლება სასტარტოშიც მოხვდეს".

ლეონიდ სლუცკი (ცსკა): "ლევერკუზენი"
მობილური და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. მათ იოლად შეუძლიათ ისეთი ვარსკვლავების შეცვლა, როგორიც ფოლანდი ან ბელარაბია. აღარაფერს ვამბობ პოჰიანპალოზე, რომელმაც 4 გოლი გაიტანა ბუნდესლიგის ორ ტურში. ჩვენ უკვე ბევრი რამ ვკითხეთ ერემენკოს ნაკრებში თავისი თანაგუნდელის შესახებ".

"ტოტენჰემი" და "მონაკო" ერთმანეთს "უემბლიზე" შეხვდებიან, მაურისიო პოჩეტინო ამბობს, რომ ეს კლუბისთვის ისტორიული მომენტია. შარშან "ტოტენჰემმა" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატოვა "მონაკო", თუმცა ლეონარდო ჟარდიმი ამბობს, რომ მისი გუნდი ახლა უფრო ძლიერია.

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "ჩვენთვის ისტორიული მომენტია, უნდა ვითამაშოთ "უემბლიზე" და გავიმარჯვოთ. "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაზეა, ნამდვილი ფანტასტიკაა. ვერც კი გადმოგცემთ, ეს რა გრძნობაა".

14 სექტემბერი
ლევერკუზენი-ცსკა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბელარაბი, იურჩენკო - ცაუნია
სავარაუდო შემადგენლობა
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - იედვაი, თა, თოფრაქი, ვენდელი - ბენდერი, კამპლი - ბრანდტი, მეჰმედი - პოჰიანპალო, ერნანდესი
ცსკა (4-5-1): აკინფეევი - მ. ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - იონოვი, ვერნბლომი, ძაგოევი, ერემენკო, გოლოვინი - ტრაორე
მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

ტოტენჰემი-მონაკო 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როუზი -
სავარაუდო შემადგენლობა
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი - დაიერი, ვანიამა - ლამელა, ალი, ერიქსენი - კეინი
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - რაგი, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - დირარი, ფაბინიო, მოუტინიო, ტრაორე - სილვა, ჟერმენი
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული