მაურიციო სარის გუნდი აგებდა კიევში, თუმცა მალევე შეცვალა მატჩის ბედი, ორი გოლი შეუგდო "დინამოს" და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. მატჩის გმირი არკადიუშ მილიკია, რომელმაც დუბლი შეასრულა და ნეაოპოლელთა გამარჯვება განაპირობა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა ორივე გოლი თავური დარტყმით გაიტანა.
საგულისხმოა, რომ მილიკმა იტალიის ჩემპიონატშიც დუბლით აღნიშნა დებიუტი და თუ ასე გააგრძელა, ნეაპოლელებს შესაძლოა გონსალო იგუაინი მალევე დაავიწყდეთ. კიეველებმა სცადეს მატჩის გადარჩენა,
ჯგუფის მეორე შეხვედრაში "ბენფიკამ" "ბეშიქთაში" მიიღო, თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდა და ბოლო წუთზე, საჯარიმო დარტყმიდან გაშვებული გოლით, ორი ქულა დაკარგა.
თურქული გუნდი ტალისკას ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმამ იხსნა. ისიც ვთქვათ, რომ საკადრო პრობლემების გამო, ლისაბონური გუნდი პრაქტიკულად განახევრებული შემადგენლობით დაუხვდა მეტოქეს.
დინამო კ.-ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 ჰარმაში (26), 1:1 მილიკი (36), 1:2 მილიკი (45)
დინამო კ. (4-5-1): შოვკოვსკი - მაკარენკო, ხაჩერიდი, ვიდა, ანტუნეში - იარმოლენკო, სიდორჩუკი, რიბალკა (81. კოზუნი), ჰარმაში, ცუგანკოვი (73. ჰუსიევი) - მორაეში (87. გლადკი)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (62. ზელინსკი) - კალეხონი, მერტენსი (73. ინსინიე), მილიკი (82. გაბიადინი)
გაფრთხილება: ჰარმაში - მილიკი
გაძევება: სიდორჩუკი (68. დინამო)
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 6-5 (2-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 50 000
ბენფიკა-ბეშიქთაში 1:1
გოლები: 1:0 ჩერვი (12), 1:1 ტალისკა (90)
ბენფიკა (4-2-3-1): ედერსონი - სემედო, ლოპეში, ლინდელიოფი, გრიმალდო - ფესა (88. ცელსი), ორტა - სალვიო, ჩერვი (70. სამარისი), პიცი - გუედესი
ბეშიქთაში (4-2-3-1): ჟენგინი - ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, კორეია (63. თოსუნი) - ინლერი, ჰატჩინსონი - კვარეჟმა, ოზიაკუპი (46. ტალისკა), ერკინი - აბუბაქარი (81. შაჰანი)
გაფრთხილება: სალვიო, სამარისი - ბეკი, ერკინი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 0-8; კარში დარტყმა: 10-9 (6-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 55 000
მომდევნო ტური
28 სექტემბერი:
ბეშიქთაში-დინამო, ნაპოლი-ბენფიკა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"