მესიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "სელტიკის" კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგაში შესრულებული ჰეთ-თრიქების რაოდენობა ექვსამდე აიყვანა.
არგენტინელმა მე-3, 27-ე და მე-60 წუთებზე გაიტანა.
ჰეთ თრიქების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგაში მესიმ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს გადაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა.
აქამდე მესიმ ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა: ლონდონის "არსენალთან" (4:1, 2010), "პლზენთან" (4:0, 2011), "ლევერკუზენთან" (7:1, 2012), "აიაქსთან" (4:0, 2013) და აპოელ-თან (4:0, 2014).
- C ჯგუფი: "ბარსას" "ქერები" და
მომზადებულია opta-ს მიხედვით