მარეკ ჰამშიკის მშობლებს კიევში თავს დაესხნენ

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და "ნაპოლის" შორის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის დაწყებამდე არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

"ნაპოლის" კაპიტნის, მარეკ ჰამშიკის მშობლებს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ეთერში ტელეარხ Футбол 1-ის ჟურნალისტმა სვიატოსლავ გრინჩუკმა განაცხადა.

"ოლიმპიურის" მახლობლად გულშემატკივრები ჰამშიკის მშობლებს დაესხნენ თავს და სლოვაკი ფეხბურთელის დედას "ნაპოლის" შარფი წაართვეს".

შეგახსენებთ, რომ "დინამო"-"ნაპოლის" მატჩი იტალიელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

- B ჯგუფი: ფავორიტმა რიხით დაიწყო [VIDEO]

მომზადებულია sport.bigmir.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული