E ჯგუფი: მარცხი და რეკორდი "უემბლიზე"

AutoSharing Option
ჰაკან ჩალჰანოღლუს აქტიურობას ადმირ მეჰმედის იღბლიანი გოლი მოჰყვა, მერე კი თავად ჩალჰანოღლუმ გაიტანა. ასე გაექცა "ლევერკუზენი" სწრაფდვე წინ ცსკა-ს, მაგრამ "არმიელებმა" დაახლოებით ორწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს. ჯერ გერმანელთა დაცვა ჩავარდა და ძაგოევმა იხეირა.

მერე კი კარგი კომბინაცია ერიომენკომ იმით დააგვირგვინა, რომ ლენოს ფეხებშუა გაუტარა ბურთი. "ბაიარენას" ბინადრები გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ რუსულმა კლუბმა გერმანიიდან სასურველი ქულა წაიღო.
"ტოტენჰემი" "უემბლიზე" მასპინძლობდა "მონაკოს" და ერთადერთი ინგლისური კლუბი გამოდგა, რომელმაც პირველ ტურში წააგო.

"დეზები" დებიუტშივე დაამწუხრა პორტუგალიელმა ბერნარდო სილვამ, მშვენიერი გოლით. მერე იძულებითი
ცვლილების "ეგიდით" შემოსულმა ლემარმა გახვრიტა ახლო "ცხრიანი".

პირველი ტაიმის მიწურულს ერიკ ლამელას ჩაწოდებულ კუთხურს ტობი ალდერვეირელდმა "ურქინა"... თუმცა "მონაკოს" ორგანიზებული თამაშის შესახებ ალბათ გსმენიათ - ლეონარდო ჟარდიმის ბიჭებმა ზუსტად ორჯერ დაარტყეს და ორივე გაიტანეს, ერთზე მეტი კი აღარ გაუშვიათ. მაურისიო პოჩეტინოს არც მისი გუნდის 11-მა კუთხურმა (0-ის წინააღმდეგ) უშველა და არც ტერიტორულმა უპირატესობამ.

ლევერკუზენი-ცსკა 2:2
გოლები: 1:0 მეჰმედი (9), 2:0 ჩალჰანოღლუ (15), 2:1 ძაგოევი (36), 2:2 ერიომენკო (38)
ლევერკუზენი (4-4-1-1): ლენო - ჰენრიკსი, ტა, ტოპრაკი, ვენდელი - ბრანდტი, ლ. ბენდერი (51. ფოლანდი), კამპლი, მეჰმედი - ჩალჰანოღლუ (46. არანგისი) - ხ. ერნანდესი (46. პოჰიანპალო)
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენნიკოვი - ძაგოევი, ვერნბლომი - ერიომენკო, იონოვი (78. მილანოვი), გოლოვინი (90+2. ა. ბერეზუცკი) - ლ. ტრაორე (73. სტრანდბერგი)
გაფრთხილება: ვენდელი, ჰენრიკსი -
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 5-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 18-8 (9-4); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 23 459

ტოტენჰემი-მონაკო 1:2
გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (15), 0:2 ლემარი (31), 1:2 ალდერვეირელდი (45)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი - დაიერი (81. სისოკო), ალი - ლამელა (71. იანსენი), ერიკსენი, სონი (46. მ. დემბელე) - კეინი
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაჯი, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - ფაბინიო, ბაკაიოკო - დირარი (5. ლემარი), მოუტინიო, ბერნარდო სილვა - ფალკაო (81. ჟერმენი)
გაფრთხილება: კეინი - გლიკი, ფაბინიო
კუთხური: 11-0; ჯარიმა: 11-4; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15-7 (5-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 85 011

მომდევნო ტური
27 სექტემბერი:
მონაკო-ლევერკუზენი, ცსკა-ტოტენჰემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული